არასამთავრობოები: ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას სიტუაციის გამწვავება
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს:
"არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში".
არასამთავრობოები მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინციდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო:
"ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს წინასაარჩევნოდ ძალადობრივი დაპირისპირების რისკი.
არჩევნების წინ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება".
არასამთავრობოების განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, დეტალურადაა მოცემული ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის ქრონოლოგია და მხარეთა პოზიციები:
"გუშინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები სააგიტაციო მასალას არიგებდნენ. დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო ქართული ოცნების სამმა წარმომადგენელმა. როგორც ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა“.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეობას იღებდა სოფელ დიდინეძის ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ქირია და ოპოზიციური პარტიის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი. „ნაციონალური მოძრაობაში“ კი ინციდენტში საკრებულოს წევრის კახა ქირიას მონაწილეობას უარყოფენ და დაპირისპირების პროვოცირებაში ბრალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სდებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ითვალისწინებს. ასევე ქართული ოცნების ზუგდიდის რეგიონულმა ოფისმა მოუწოდა მომხრეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ გუნავამ სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტი შეაფასა როგორც ცუდი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უწმაწური სიტყვებით მიმართვაზე მათ „ადეკვატური პასუხი მიიღეს“.
დიდინეძში მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პაპუნა კუკავას და მანუჩარ ქირიას სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა შეხვდა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, დაკითხვაზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ და არც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსუბუქი დაზიანებები მათ წევრებსაც აღენიშნებათ".
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა);
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები