გადაცემაში შეხვედრები რეგიონულ მედიასთან ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ენმ-ს მმართველობის პერიოდში ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდა:

"როგორი გონორით ესაუბრება საქალაქო სასამართლოს თავჯდომარეს ნიკა გვარამია, მხოლოდ ამაზე გავაკეთებ აქცენტს. ენმ-ს დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და განცხადებები. ყველაფერი ფარსია, რა დღეში ჰყავდათ სასამართლო. დღეს, ვისაც ესენი აგინებენ, ვისაც გვარამია ლანძღავს, აღარ ემორჩილებიან, მოსამართლეებმა თავი დააღწიეს მათგან. რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლება სიამაყით შეგიძლიათ თქვათ, რომ არ ერევა სასამართლოს საქმეებში".

ივანიშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2 და მასზე უარესი ტელევიზიები უნდა არსებობდნენ, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას:

"საზოგადოებამ თვითონ უნდა გააკეთოს ანალიზი, მეც ამის მომხრე ვარ. თუმცა, სხვა აქცენტებს აკეთებდა ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც ენმ-ს წევრი არ იყო, ძალიან ბევრი ხელოვნების წარმომადგენელი მიდიოდა [რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე] და არ ცხვენიათ ახლა, რომ ხედავენ როგორ ცრუობს [რუსთავი 2] და ვინ არის ამ ტელევიზიის დირექტორი. გამოვიდნენ და ერთხელ მაინც თქვა, რომ ცხვენიათ, რომ ამ ტელევიზიას იცავდნენ".

3 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის, მამუკა ახვლედიანის ფარული ჩანაწერები გამოქვეყნდა. ჩანაწერში საქალაქო სასამართლოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორთან სასამართლო სისტემაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მმართველობის შემდეგ შექმნილ პრობლემებს განიხილავს.