საეთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: საზოგადოებრივ მაუწყებელში არის ძველი ინვენტარის, ნეპოტიზმის და სხვა პრობლემები
დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შრომითი გარემოს კვლევის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში ასახული იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში სამუშაო გარემოს კუთხით არსებული პრობლემები, რეორგანიზაციის პროცესი და თანამშრომელთა ჩართულობა.
"ჩვენ ჩავატარეთ 50-მდე ნახევრად სტრუქტურიზებული ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან, ასევე მენეჯმენტის სხვადასხვა რგოლების წარმომადგენლებთან, როგორც საშუალო, ასევე, ტოპ მენეჯმენტის დონეზე. ჩვენ შევეცადეთ ინტერვიუები ჩაგვეტარებინა ყველა ბლოკის და რგოლის წარმომადგენლებთან."
კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ მაუწყებელზე გაუმჯობესებულია სიტუაცია ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლების თვალსაზრისით, მაგრამ შრომითი პირობების მხრივ, მაუწყებელში სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. მაგალითად: მაუწყებელში არის ძველი ინვენტარი და მოძველებული კომუნიკაციის სისტემები, შენობა კი არ ექვემდებარება განახლებას.
კვლევის მონაწილეების თქმით მაუწყებელში იყო შემთხვევებიც, როცა პირდაპირ ეთერში გასვლისას სტუდიაში დაზიანებულ სკამებზე ისხდნენ. მაუწყებლის დაქვემდებარებაში მყოფი ავტომობილების ნაწილი გაუმართავია, მათ არ აქვთ კონდინცირება და აირბაგები.
როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობას მაუწყებელში განუმარტეს, გადაიარაღება ეტაპობრივად ხორციელდება, თანამშრომელთა ნაწილს უკვე დაურიგდა ახალი კომპიუტერები. რაც შეეხება ავტომობილებს, დიდ მანძილზე მგზავრობა მხოლოდ გამართული მანქანით ხდება.
კვლევისას გამოიკვეთა ნეპოტიზმის პრობლემაც. ინტერვიუებში თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მაუწყებელზე წარმატების მიღწევის განმსაზღვრელი ფაქტორი პირადი ურთიერთობებია.
კვლევისას აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული. აგრეთვე გამოიკვეთა "უჩინარი ადამიანების" პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანთა ნაწილი გაფორმებულია, როგორც მაუწყებლის თანამშრომელი, მათ ერიცხებათ ხელფასი, მაგრამ სამსახურში ისინი არავის უნახავს.
რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს აღმოჩნდა, რომ მაუწყებლის თანამშრომლებს ამ საკითხთან დაკავშირებით ან არ აქვთ ინფორმაცია, ან არასაკმარისი აქვთ, ან სკეპტიკურად არიან განწყობილები.
კვლევის შედეგად დადგინდა ისიც, რომ ახალი ამბების სამსახურში დაბალანსდა კონტენტი და გაუმჯობესდა რეიტინგი. გარდა ამისა განახლდა სტუდია, დაიწყო გადაცემების დროული დაგეგმვა და სტუდიების მომზადება. მაუწყებელში დაგეგმილია თანამშრომელთა ატესტაციაც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ მოამზადა რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. მათ მოუწოდეს მაუწყებელს რეორგანიზაციის პროცესის მაქსიმალურად კოორდინირებულად გატარება, იმისთვის რომ თანამშრომლებისთვის ნათელი იყოს პროცესის საკვანძო ეტაპები. გარდა ამისა რეორგანიზაციის პროცესში ატესტაციის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და კვალიფიციურად გატარება.
საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა აუდიტის დახმარებით უნდა გააანალიზოს მის ბალანსზე არსებული მატერიალური საშუალებები და მოახდინოს მათი ოპტიმალური გამოყენება. ამასთანავე მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ადამიანური რესურსების პოლიტიკის, კადრების მართვის გამართული ყოვლისმომცველი სისტემის დანერგვა.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები