ჭიაბერაშვილი აფეთქებაზე: ივანიშვილის მარიონეტებს ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნება სურთ
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, ენმ-ს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის "მარიონეტებს" ქვეყანაში არეულობის შექმნით ხელისუფლების შენარჩუნება სურთ.
ჭიაბერაშვილმა განმარტა, რომ საქმეს კვალიფიკაცია არა განზრახ მკვლელობის მცდელობის, არამედ ტერაქტის მუხლით უნდა მიეცეს, რადგან 90-იანი წლების შემდეგ თბილისში მსგავს ინციდენტს ვერ იხსენებს:
"ასეთი ტერაქტი შევარდნაძის 90-იან წლებს გვახსენებს. ბუნებრივად ჩნდება ეჭვი ხელისუფლებასთან მიმართებით, რომ ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ვნახეთ საშინელი ფაქტების კასკადი: ბუკა პეტრიაშვილზე თავდსასხმა, კორცხელის ფაქტი, ერთი კვირის წინ გორში ოქრუაშვილს საარჩევნო შეხვედრაზე ესროლეს. ყველა ამ ფაქტზე ხელისუფლების რეაქცია მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს პირადად და მის მარიონეტებს, კვირიკაშვილს, კალაძეს და სხვებს აწყობთ ის ქაოსი და არეულობა, რისკენაც ისინი მიგვაქანებენ. ამ ეჭვს კვირიკაშვილის წუხანდელი რეაგირებაც აძლიერებს, გვაძლევს საფუძველს, რომ ვიეჭვოთ, რომ ხელისუფლებას აქვს თავისი ჩამოყალიბებული გეგმა იმისთვის, თუ რა უნდა მოხდეს, როგორი განწყობები უნდა შექმნან, რო ასეთი ტერაქტებით და არეულობებით შეინარჩუნონ ხელისუფლება".
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებს, რომლებიც ამ საქმეში თავისი მოვალეობების შესრულებას შეეცდებიან, მმართველმა გუნდმა ხელი არ შეუშალოს:
"ისინი მოგროვებენ მასალს, რომელიც ძალიან კვალიფიციური ექსპერტების მუშაობით ამ ტერაქტს გახსნის. თუმცა, რა არის პოლიტიკური დაკვეთა, ეს კვირიკაშვილის მინიშნებებში კარგად გამოჩნდა. შესაბამისად, სანამ ეს ხელისუფლებაა, რაიმე სიახლეს არ უნდა ველოდოთ".
4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წევრის, გივი თარგამაძის მანქანა აფეთქდა. დაზიანდა მიმდებარე შენობები, ასევე ახლომდებარე ავტომობილები, დაშავდნენ გამვლელები. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მანქანის აფეთქებისას დაშავებულთა რიცხვი ხუთია. მათგან ერთ-ერთს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
გივი თარგამაძე დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილი მართვადი ასაფეთქებლით ააფეთქეს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები