საზოგადო მოღვაწეებს მახათას მთაზე ახალ პანთეონში დაკრძალვა არ სურთ
"მახათას მთაზე მტერი ავიდა, შორია" - ცნობილი ადამიანები ახალ პანთეონს იწუნებენ და დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვენ - ამ სათაურით კვირის პალიტრამ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ხელოვნების დარგის წარმომადგენლები მოითხოვენ დიდუბის პანთეონის გახსნას იმისთვის, რომ მომავალში საზოგადო მოღვაწეების დაკრძალვა სწორედ აქ მოხერხდეს.
ისინი განმარტავენ, რომ პანთეონის ეზოში დაახლოებით 50-დან 100-მდე ადგილია და მათ შევსებას 200 წლამდე მაინც დასჭირდება. ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ შეიძლება დიდუბის პანთეონი მახათას მთაზე ახალმა პანთეონმა ჩაანაცვლოს, რევაზ მიშველაძე ასე პასუხობს:
"მტერი ავიდა მახათას მთაზე. შორია. მე სადაც დავიმარხები, იქ იქნება ჩემი პანთეონი".
განცხადებას, რომლითაც საზოგადო მოღვაწეები დიდუბის პანთეონის გაფართოებას ითხოვენ და მახათას მთაზე ცნობილ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონის მშენებლობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ხელს აწერენ: კახი კავსაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გივი ბერიკაშვილი, ლეილა აბაშიძე, მაყვალა გონაშვილი და სხვები:
"აქვე შევნიშნავთ, რომ ეს პრობლემა უახლოეს ხანებში თუ არ გადაწყდა, მალე უხერხულობაში აღმოვჩნდებით".
კვირის პალიტრასთან საუბარში რევაზ მიშველაძე ყვება, რომ დიდუბის პანთეონის ეკლესიის ეზოს ხარჯზე გაფართოებასთან დაკავშირებით თხოვნით თბილისის მერიას მიმართეს, სადაც თავდაპირველად განუცხადეს, რომ აღნიშნულ პატრიარქი ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით კი აუხსნეს, რომ ეზოს გაფართოების წინააღმდეგი დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი იყო.
მიშველაძე იხსენებს, რომ რეზო ჩხეიძის აღნიშნულ პანთეონში დაკრძალვაზე დიდი ბრძოლა მოუხდათ, ხოლო ნოდარ ტაბიძის, რეზო ჭეიშვილისა და მაგალი თოდუას დაკრძალვა დიდუბეში ვერ მოახერხეს:
"ვერ გამიგია, კვირიკაშვილი, გია ალიბეგაშვილი და ნარმანია რატომ არიან დიდუბის პანთეონის გაფართოების წინააღმდეგი, იმიტომ, რომ თვითონ არ დაიკრძალებიან დიდუბეში და სხვისი ბედი არ ადარდებთ?!".
კვირის პალიტრის ცნობით, თბილისის მერია ამბობს, რომ მახათას მთაზე ახალი პანთეონისთვის პროექტი უკვე მომზადდა. უწყების თქმით, დიდუბის პანთეონს გაფართოება კი ვერ მოხერხდება, რადგან სასაფლაო არ უნდა იყოს დასახლებული ადგილიდან 300 მეტრით ნაკლებ რადიუსში.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები