ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ მზადაა ბიძინა ივანიშვილს განათლების მიღება დაუფინანსოს:

"მე ხშირად მადანაშაულებდნენ იმაში, რომ ათასობით ადამიანს დავუფინანსეთ სწავლა უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, ეს ხალხი შეირჩა კონკურსითა და მათი ღირსებების მიხედვით, მე მზად ვარ დავუშვათ გამონაკლისი და ჩვენ უნდა გავუშვათ ერთი ადამიანი კონკურსგარეშე და სახელმწიფო დაფინანსებით სასწავლებლად. ეს ადამიანი არის ივანიშვილი. მან უნდა ისწავლოს განსხვავება კამბოჯასა და ნიკარაგუას შორის, მას უნდა ავუხსნათ განსხვავება მიხეილ ჯავახიშვილსა და პოლიკარპე კაკაბაძეს შორის".

ნაციონალური მოძრაობის აქცია ვარდების მოედანზე მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები სხვადასხვა რაიონიდან ჩამოვიდნენ და ამბობენ, რომ აქციაში უკეთესი მომავლისა და ცვლილებებისთვის იღებენ მონაწილეობას.