ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს თავის Facebook გვერდზე აფასებს:

"ნატო შეშფოთებულია იმ ძალადობის ფაქტებით, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში იჩინა თავი, უკანასკნელი, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატის მანქანა ააფეთქეს. საარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში უნდა ჩატარდეს და მაღალი დემოკრატიულობის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს".