საგარეო: ჟენევაში ლტოლვილთა საკითხის განხილვისას, რუსებმა დარბაზი დატოვეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 37-ე რაუნდი შედგა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მილიტარიზაციასა და მუდმივ სამხედრო წვრთნებზე. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე არაკონსტრუქციული დამოკიდებულება გამოიჩინეს:
"მათ უარი განაცხადეს, განეხილათ საქართველოს პრაგმატული წინადადება ძალის არგამოყენების შესახებ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების პროექტზე, სადაც საუბარი იქნებოდა შესაბამისი მექანიზმებით ძალის არგამოყენების უზრუნველყოფისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე".
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა 5 ოქტომბერს შედგა. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
საგარეოს განცხადებით, ორივე სამუშაო ჯგუფში თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან პრიციპულად დააყენეს სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირის დაკავების აუცილებლობა.
უწყება განცხადებაში წერს, რომ ხაზი გაესვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მიუღებლობას, რაც მათივე განცხადებით, კიდევ უფრო ართულებს ომის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას. უწყების ცნობით, განხილვის თემები იყო:
- საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკა,
- თავისუფალი გადაადგილებისა და მფლობელობაში არსებულ მიწებზე წვდომის შეზღუდვა.
- აფხაზეთის მიმართულებით სოკუპაციო ხაზზე ე.წ. „გამშვები პუნქტების“ შემცირების ნეგატიური გავლენა თავისუფალი გადადგილებაზე.
- ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციად შეფასდა ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და ახალი რეგულაციების შემოღება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეორე სამუშაო ჯგუფში განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა, მათ შორის:
- იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის არსებითი განხილვის მნიშვნელობა,
- ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლებისა და ამ კუთხით ქმედითი ზომების დროულად მიღების აუცილებლობა.
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო გასხვისების თაობაზე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება,
- ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობა.
როგორს სამინისტროს განცხადებაში წერია, რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ტრადიციულად შეეცადნენ ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირებას და მეორე სამუშაო ჯგუფში მოლაპარაკებების მიწურულს, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას, დატოვეს დარბაზი.
მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2016 წლის 13-14 დეკემბერს.
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
კომენტარები