საპარტნიორო ფონდი: ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ტემპს იკრებს
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ნენსკრა ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები ტემპს იკრებს. ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება, სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობაში არსებობდა ამ პროექტის მიმართ, თითქმის ამოწურულია და ადგილზე მუშაობს საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოსახლეობას შეუძლია მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე პასუხის მიღება:
"შესაბამისი კონტროლი ხორციელდება სამშენებლო სამუშაოების და გარემოს დაცვის უსაფრთხოების კუთხით. დღესდღეობით ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სხვადასხვა სამუშაოებზე, ეს რაოდენობა ჰესის ძირითადი სამუშაოების დაწყების შემდეგ ეტაპობრივად გაიზრდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ დაცულია სამუშაოებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებაც, უზრუნველყოფილია მათი სამედიცინო მომსახურება".
ფონდის ინფორმაციით, ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლის მშენებლობა უკვე იწყება, რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი. ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს, ასევე სასაწყობე/საოფისე შენობებს:
"მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. საოპერაციო სოფელში ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული სპეციალისტები იცხოვრებენ. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ინფრასტრუქტურა ჰესის საკუთრებაში დარჩება".
ფონდის თქმით, ამ დროისთვის საწყისი სამშენებლო სამუშაოების შედეგად გაყვანილია დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, მიმდინარეობს დამატებით გეოლოგიური კვლევები. ფონდის განმარტებით, ამჟამად ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე საერთო ჯამში დასაქმებულია 120 ადამიანი, მათ შორის 80 პროცენტი ადგილობრივი. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჰესის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, სადაც ეტაპობრივად უკვე დამატებით 400-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება:
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება:
"მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ახორციელებს, რომელსაც ინვესტორთან ერთად პასუხისმგებლობა აქვს აღებული გარემოს უსაფრთხოებაზე. მშენებლობის უსაფრთხოების ექსპერტიზას ახორციელებენ წამყვანი ევროპული და ბრიტანული საინჟინრო კომპანიები. მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხრიდან მოწვეული Mott Macdonald, შვეიცარული და იტალიური საინჟინრო კომპანიები Stuky და Lombardi. ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა".
ასევე იხილეთ:
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები