რა არის მედიის ახლადდაფუძნებული პროფკავშირის მიზნები და გეგმები
დღეს ევროპის სახლში საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის (GMTU) პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსადრია და თბილისის სოლიდარობის ქსელის წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, ლაშა მესხმა განაცხადა, რომ ეს არის პროგრესული, პროდასავლური და მედიის სფეროში დასაქმებული ადამიანების შრომის უფლებებზე ორიენტირებული ძალა. მან აღნიშნა, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტს შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივებითაც მიმართონ:
"ჩემი სუბიექტური აზრია, რომ შრომის კოდექსი დამსაქმებელზე უფროა მორგებული, ვიდრე დასაქმებულზე და იმედია, ამასაც შევცვლით".
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, გოჩა ალექსანდრია კი საარჩევნო პროგრამებში შრომითი უფლებების მიმართულებით ჩანაწერებს შეეხო. ის აცხადებს, რომ ყველა პარტიის პროგრამა შეისწავლეს და სიტყვები შრომითი ღირებულება, შრომის ინსპექცია, შრომის უსაფრთხოება არცერთხელ, არცერთ პროგრამაში არაა ნახსენები.
"მოიძებნა მხოლოდ შრომითი უფლებების ერთი ჩანაწერი მმართველი პარტიის პროგრამაში და ორი ასეთი ჩანაწერი ბურჯანაძის პარტიაში".
მედიის პროფესიული კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულების შრომითი უფლებები დაცული არაა და ისინი შემდეგი მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან:
- სამართლიანი სახელფასო სისტემა;
- შრომის კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვა;
- ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება;
- სამუშაო პირობების გამოსწორება;
- რეორგანიზაციის პროცესში პროფკავშირის ჩართულობა;
- ხელფასების გათანაბრება;
- წახალისებისა და პრემირების სისტემის შექმნა;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი პრინციპების დაცვა;
ლაშა მესხი ასევე აცხადებს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი რეორგანიზაციის ჩატარების თარიღი საზოგადოებრივ მაუწყებელში აპრილიდან სექტემბერში და ახლა უკვე სექტემბრიდან დეკემბერში გადაიტანეს. მისივე თქმით, "ამ მხრივ მთავარი პრობლემა კი ტელევიზიაში ისაა, რომ რამდენი ჟურნალისტიცაა, დასაქმებული იმდენივე პროდიუსერია, ოპერატორების რაოდენობა კი კამერების რაოდენობას აჭარბებს".
ამ ეტაპზე მთავარ მიღწევად იმას მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნების შემდეგ მაუწყებელში ვისაც ათას ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა, 20 პროცენტით გაეზარდა, ხოლო ათასზე მაღლა - 10 პროცენტით. მთლიანობაში კი, მათი რიცხვი 500 დასაქმებულს შეადგენს.
სამომავლოდ ისინი აქტიურობას სხვადასხვა მიმართულებით გეგმავენ, უკვე დაგეგმილია შეხვედრები რეგიონებში.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
კომენტარები