სტამბოლში, ათათურქის აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო მიმაგრებული, რომელიც პოლიციის შენობასთან იდგა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან ყველა რიგითი მოქალაქეა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას აუღია.