როგორ გამოიყურებიან რეალურ ამბავზე გადაღებული ფილმების რეალური გმირები
კინემატოგრაფის ისტორიაში მრავალი ფილმია შექმნილი ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სცენარისტების გამოგონილები არ არიან, პირიქით, ისინი ან ახლა ცხოვრობენ ჩვენს გვერდით ან წლებს წინ მოახდინეს მნიშვნელოვანი გავლენა რომელიმე ქვეყნისა თუ მთელი მსოფლიოს პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ ცხოვრებაზე. ფილმები, რომლებიც რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს მაყურებლებში. მნიშვნელობა არ აქვს, საუბარია რომელიმე ისტორიული მოვლენის ამსახველ კინოფილმზე თუ კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაზე.
ერთად ვნახოთ როგორ გამოიყურებიან რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმების ნამდვილი გმირები.
ხელშეუხებელნი
2011 წელს გადაღებული ფრანგული ფილმი არის ნამდვილი ისტორია ფილიპე პოზო დი ბორგოსა და მისი მზრუნველის, აბდელ სელუს რეალურ ისტორიაზე.
ბედნიერების კვალდაკვალ
კრისტოფერ გარდნერის ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, რომელმაც ერთ-ერთ პროექტში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო, თუმცა პროექტმა ვერ გაამართლა. სანამ გარდნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, მას ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარდნერი იძულებული ხდება ბავშვთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს. ფილმში მთავარ როლს უილ სმიტი ასრულებს.
უდაბნოს დედოფალი
ფილმი ცნობილი ბრიტანელი მწერლისა და ჯაშუშის, აღმოსავლეთის მკვლევარის გერტრუდა ბელის ისტორიას მოგვითხრობს, სადაც მთავარ როლს ნიკოლ კიდმანი ასრულებს.
უოლ სტრიტის მგელი
ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, ადამიანის, რომელმაც 1987 წელს დააარსა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბროკერო კომპანია, მაგრამ 10 წლის შემდეგ ის ფინანსური მაქინაციების გამო დაიჭირეს. ჯორდანი გაუმკლავდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ დამოკიდებულებას, დაწერა ორი წიგნი და დღეს დღეობით კითხულობს ლექციებს თუ როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას. ფილმში ბელფორტის როლს ლეონარდო დი კაპრიო ასრულებს, რომელიც ამ როლის გამო ნომინირებული იყო ოსკარზე და მიღებული აქვს ოქროს გლობუსი.
ერინ ბროკოვიჩი
ერინ ბროკოვიჩი სამი ბავშვის მარტოხელა დედაა, რომელიც მუშაობას იურიდიულ ფირმაში იწყებს. ერინს დასჭირდა უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე მიეყვანა, ის ამერიკის მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ იბრძოდა. ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა როგორც ფინანსურად, ასევე მოპოვებული ჯილდოების მიხედვით, ჯულია რობერტსს ამ როლზე ოსკარი აქვს მოპოვებული.
ველურ პირობებში
1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს $24 ათასის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად ავტოსტოპით ალასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან. თუმცა მან საბოლოოდ 5 თვეც კი ვერ გაუძლო ასეთ პირობებს და შიმშილით მოკვდა, არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის მიზეზი მცენარის მომწამვლელი თესლის ჭამა გახდა. მიტოვებული ავტობუსი კი სადაც კრისტოფერი ცხოვრობდა, ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად გადაიქცა.
ჭამე, ილოცე, შეიყვარე
ლამაზმა ქალმა 30 წელს გადააბიჯა, მას ყველაფერი აქვს, რაზეც შეიძლება იოცნებო – წარმატებული კარიერა, ფინანსური სიმყარე, მოსიყვარულე პარტნიორი. თუმცა, ამის მიუხედავად, გაურკვევლობა ტანჯავს და ხვდება, რომ უბედურია. ახალი ცხოვრების და შინაგანი ბალანსის ძიებაში მსოფლიო ტურში მიემგზავრება და შინაგანი ბალანსის აღდგენას რომში - ჭამით, ინდოეთში - ლოცვით და სიყვარულით ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ცდილობს. 2006 წელს წიგნის მაღაზიებში ელიზაბეტ ჯილბერტის წიგნი ჭამე, ილოცე, შეიყვარე გამოჩნდა. რომელიც თავად ავტორის მემუარებია და მოგვითხრობს ქალზე, რომელიც ნერვული აშლილობის ზღვარზე, ცხოვრების თავიდან დასაწყებად ერთწლიან მოგზაურობას იწყებს. წიგნი დღემდე პოპულარობით სარგებლობს და ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიაშია შესული. მოგვიანებით, 2010 წელს რეჟისორი რაიან მერფი, წიგნის ეკრანიზაციას გვთავაზობს. სადაც მთავარ როლებს ჯულია რობერტსი, ხავიერ ბარდემი და ჯეიმს ფრანკო ასრულებენ. ფილმის გადაღებები 4 ქვეყანაში მიმდინარეობდა და ზუსტად ასახავს ელიზაბეტ ჯილბერტის მარშრუტს. ფილმის შემოსავალმა 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
რევენანტი (გადარჩენილი)
ფილმი დაფუძნებულია ჰიუ გლასის რეალურ ისტორიაზე, რომელიც უამრავი პრობლემის მიუხედავად გადარჩენისთვის იბრძვის. ფილმს 3 ოსკარი აქვს მიღებული. ლეონარდო დი კაპრიომ სწორედ ამ როლის მეშვეობით დაისაკუთრა ოქროს ქანდაკება.
საათები
კენიგემის რომანი საათები, რომელიც 1998 წელს გამოიცა, ვირჯინია ვულფის თვითმკვლელობით იწყება და სამი ქალის ცხოვრების ერთ დღეს აღწერს. წიგნმა მაშინვე მოიპოვა აღიარება და საბოლოოდ ავტორს პულიცერის პრემიაც მიანიჭეს. რამდენიმე წლის შემდეგ ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავების - მერილ სტრიპის, ჯულიანა მურისა და ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით ფილმს იღებენ, რომელსაც ამერიკელი და ევროპელი კინოკრიტიკოსები ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ამერიკულ ფილმად აღიარებენ. ნიკოლ კიდმანი ფილმში ვირჯინია ვულფის როლში გვევლინება, ჯულიანა მური შესანიშნავად ირგებს ლორა ბრაუნის პერსონაჟს, ხოლო ჩვენი დროის ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აღიარებული მერილ სტრიპი კლარისა ვოგანის გმირს ასახიერებს. კინოსურათმა უამრავ ჯილდოსთან ერთად “ოქროს გლობუსის” მიიღო საუკეთესო დრამატული ფილმისთვის და “ოსკარის” ნომინაცია საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, ნიკოლ კიდმანმა კი პირველ ოსკარი მოიპოვა. ფილმში სამი სიუჟეტური ხაზია გაერთიანებული, სადაც ხან ვირჯინია ვულფი მისის დოლოუეის წერს, ხან 1951 წლის ლოს-ანჯელესში ლარა ბრაუნს საკუთარ ცხოვრებასგან გაქცევას სურს, ხან კი ოცდამეერთე საუკუნის ნიუ-იორკში კლარისა მეგობრისათვის დღესასწაულის მოწყობას ცდილობს. თითოეულ მათგანს კი დრო შემპარავად და შეუბრალებლად ანადგურებს.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
კომენტარები