ბენიძე: კანდიდატს არ აქვს მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნის აკრძალვა
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე არ ეთანხმება ცესკოს პოზიციას იმ მხრივ, რომ არჩევნების მეორე ტურში გადასულ კანდიდატს ოფიციალურად კანდიდატურის მოხსნა არ შეუძლია. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის, კანდიდატს კანონმდებლობა არ უკრძალავს საკუთარი თავის მოხსნას:
"თვითმმართველობის არჩევნებზე ეს არის მკაცრად დარეგულირებული და მითითებულია რომ მეორე ტურში არ შეიძლება კანდიდატურის მოხსნა. საპრეზიდენტო არჩევნებში საერთოდ არ არის ეს დარეგულირებული, მაგრამ მითითება არის ხელახალი არჩევნების მუხლში რომ აქვს უფლება პრეზიდენტობის კანდიდატს მოხსნას თავისი თავი მეორე ტურში. ხოლო, საპარლამენტო არჩევნებში სრულიად სხვანაირადაა და ზოგადად არის არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის წესი დარეგულირებული.
შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმდენად რამდენადაც ამის აკრძალვა არ არსებობს, კანდიდატს აქვს უფლება მეორე ტურში მოხსნას საკუთარი კანდიდატურა, 10 დღით ადრე კენჭისყრამდე. ეს შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ მე-3 ადგილზე გასულს მიეცეს მონაწილეობის საშუალება. თუმცა, აქ ნამდვილად იქმნება პრობლემა პროცედურებისას, რადგან არ არის დარეგულირებული ის თუ როგორ ჩანაცვლდება იგი სხვა კანდიდატით".
ბენიძე განმარტავს, რომ ორი კანდიდატის შერჩევისას, რომელიც მეორე ტურში გადადის, კანონი არ ამბობს ბოლომდე რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები:
"კანონით, მეორე ტურში გადასული უნდა იყოს ის ვინც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ბუნებრივია რომ ეს არის პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ან რომლებმაც თანაბარი რაოდენიობის ხმები მიიღეს. აქედან გამომდინარე შეიძლება თეორიულად იმის დაშვება, რომ თუ კანდიდატურა მოხსნილია. სხვა პირი, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს მეორე ტურში".
მიხეილ ბენიძის თქმით, ცესკო აცხადებს, რომ კანდიდატის მოხსნის პროცედურა მეორე ტურზე არ არსებობს და მსგავს გადაწყვეტილებას საერთოდ ვერ მიიღებს. ცესკოს პოზიციაა, რომ ამ ეტაპზე, მოხსნის საფუძველიც არ არსებობს, რადგან ჯერჯერობით შემაჯამებელი ოქმიც არ შემდგარა:
"ჩვენი აზრით, კანონის წაკითხვა ისეც შეიძლება რომ სხვა კანდიდატს შეეძლოს მონაწილეობა, თუ ვინმე მოხნის ოფიციალურად".
მიხეილ ბენიძის განმარტებით, მთავარი პრობლემაა ის, რომ მსგავსი შემთხვევები კანონის მიერ არ არის დარეგულირებული და ეს არის კანონის ხარვეზი.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ის თავის კამპანიას აჩერებს, რადგან იმ დაპირებების შესრულებას, რაც მის პარტიას დაგეგმილი ჰქონდა და რომლითაც მას პარლამენტში უნდა ემუშავა, ვერ შეასრულებს. ცესკოს ბოლო მონაცემებით, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ალასანიამ ხმათა 19,38 პროცენტი მიიღო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, თუკი მეორე ტურში გასულ რომელიმე კანდიდატს არ სურს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება მოცემული და მას საუკეთესო შედეგის მქონე მესამე კანდიდატი არ ჩაანაცვლებს.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები