ცესკო: ზუგდიდის იმ უბნებზე, სადაც ინციდენტები მოხდა, არჩევნებს თავიდან ჩაატარებენ
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძე On.ge-ს განუმარტა, ბათუმის 58-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმებს გადაითვლიან, ხოლო ზუგდიდის 79-ე (ჯიხაშკარი), 39-ე (განმუხური) და 108-ე უბნებზე განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, სოფელ ჯიხაშკარის N66-ე ოლქის N79-ე და N108-ე საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს. რაც შეეხება 39-ე უბანს, მიქელაძის განმარტებით, ამ უბანზე გარკვეულ პროცედურულ ხარვეზებსა და დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
ცესკოს ბოლო ინფორმაციის თანახმად, ყველა საარჩევნო უბნის მონაცემები დათვლილია, ხოლო არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 27 ოქტომბრისა. ამასთან, არჩევნების მეორე ტური, კანონმდებლობის თანახმად, ინიშნება პირველი ტურის შედეგების შეჯამებისას და მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბერია.
უწყების ინფორმაციით, არსებული წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურები გაიმართება 50 მაჟორიტარულ ოლქში, თუმცა საბოლოო მონაცემები ცნობილი იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ:
"არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1814276-მა ამომრჩეველმა, აქედან 51.1 პროცენტი (927069) ქალია, ხოლო 48.9 პროცენტი (887207) კაცი".
რაც შეეხება საჩივრებს, მათი შეტანის ვადა 11 ოქტომბრის საღამოს 6 საათზე ამოიწურა და პროცედურის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს განიხილავს მათი რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების განაკარგულებები შესაძლოა გასაჩივრდეს სასამართლოში.
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები