თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა პოლიტიკა იქნება
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ასეთი ტრადიცია აქვს: კინოს საშუალებით ცნობიერების ამაღლებისა და მაყურებლის საზოგადოებრივ მოვლენებში ჩართულობის მიზნით ფესტივალი ყოველ წელს აქტუალურ პრობლემას ირჩევს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. წელს ასეთი თემა პოლიტიკა იქნება.
2014 წელს მთავარი თემა ეკოლოგია იყო, მწვანე აქტივიზმი და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობილი ურბანული სივრცის ანალიზი. სექცია „მწვანე ფერის“ ფარგლებში დისკუსიები და სპეციალური ჩვენებები ჩატარდა, საფესტივალო ფერი კი, რომელიც ყოველ წელს იცვლება, იმ წელს მწვანე იყო.
2015-ში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფერი ღია იისფერი გახდა, კინოფესტივალი კი ქალთა უფლებებს მიეძღვნა. გენდერული დისბალანსისა და კრიზისის გააზრების საჭიროება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამაც განაპირობა, რომელმაც 2015 წელი ქალთა წლად გამოაცხადა. საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით გამართულმა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამამ მაყურებელს საშუალება მისცა საერთაშორისო კინონამუშევრების ფონზე ემსჯელა მწვავე საკითხებზე. ფილმები გენდერულ თანასწორობას, ქალთა პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ რეალიზაციას, ფემინიზმსა და ქალებზე ძალადობის თემებს ეხებოდა.
წელს პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექციის, ,,Bios Politikos’’ (პოლიტიკური ცხოვრება) მიზანია, მაყურებელს შეუქმნას ზოგადი წარმოდგენა ,,პოლიტიკურის’’ თანამედროვე შინაარსის შესახებ. სექციაში გაერთიანებულია როგორც დოკუმენტური, ისე მხატვრული ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შერჩეული 10 ფილმი არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ დაძაბულობას, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის სხვა სფეროებთან გადაკვეთასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება.
პოლიტიკა და კინო ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. პოლიტიკურ რეჟიმს არაერთხელ შეუცვლია კინემატოგრაფიის სტილისტიკა და პირიქით, კინო ხშირად აძლევდა ბიძგს მნიშვნელოვან პოლიტიკური ცვლილებებს. სწორედ უსამართლო იდეოლოგიისა და მიუღებელი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულმა ნამუშევრებმა წარმოშვა არაერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლებმაც თავის მხრივ სრულიად ახალ კინოაზროვნებას დაუდეს საფუძველი.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 28 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები