საჯარო რეესტრს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 48 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოქალაქე ბ. გ. -ს სარჩელი, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მომჩივანი ითხოვდა სამსახურში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. ამასთანავე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა კომპენსაცია - 1 წლის შრომის ანაზღაურების ჯამის სახით - 48 000 ლარი. თუმცა, რეესტრს არ დაევალა ბ.გ.-ს სამსახურში აღდგენა.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მოსარჩელის არაეთიკური საქციელის ჩადენა, რაც გამოიხატა იმაში, რომ პირად ავტომობილს არასამუშაო საათებში უქმე/სადღესასწაულო დღეს მართავდა მსუბუქი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი ის გარემოებაც გახდა, რომ აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს აცნობა არა დაუყოვნებლივ (არასამუშაო დროს - ღამის საათებში), არამედ მომდევნო - პირველივე სამუშაო დღეს.
"სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებანი და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლოს განმარტებით, ბ. გ.-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა (გამოხატული მსუბუქი ალკოჰოლური თრობის პირობებში ავტომობილის მართვაში), ნამდვილად იმსახურებს საზოგადოებრივ გაკიცხვას; ეჭვგარეშეა, რომ სასამართლო, წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებით არავითარ შემთხვევაში აპირებს, რომ წაახალისოს მოქალაქეების მიერ ასეთი შინაარსის სამართალდარღვევის ჩადენა; თუმცა ამავე დროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, როგორც დამსაქმებელი, სავსებით უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიმართ გამოეყენებინა ნაკლებად მკაცრი სამსახურებრივი - დისციპლინური სახდელი (საყვედური, შრომის ანაზღაურების ნაწილობრივ დაქვითვა და სხვა) და თავი შეეკავებინა უმკაცრესი ზომების გატარებისაგან. სასამართლო, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პირთა სოციალური უფლებები, მიიჩნევს, რომ პირის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მიღებული უმკაცრესი ზომა, მოითხოვს უფრო მეტ დასაბუთებას და არგუმენტაციას"- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლომ, საქართველოს ორგანული კანონის - "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩათვალა, რომ სახეზე იყო ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების - სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოპასუხისათვის ერთჯერადი კომპენსაციის დაკისრების წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება ბ.გ-ს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან თანამდებობაზე, რომელიც დათხოვნამდე ეკავა მოსარჩელეს, გამოცხადებული იყო კონკურსი, რომელიც სასამართლოს განმარტებით მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პროცედურაა.
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
კომენტარები