თსუ: სტუდენტური კონფერენციის ჩასატარებლად შსს-ს მობილიზება ვერ მოხერხდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თამარ საბედაშვილის ინფორმაციით, უნივერსიტეტში ლგბტ საკითხებზე კონფერენცია იმიტომ ჩაიშალა, რომ მათ მუქარის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება ვერ შეძლეს.
22 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გამართულიყო პრეზენტაცია, თემაზე გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე სტუდენტების მგრძნობელობის გაზრდა. პროექტს კანადის მთავრობა უჭერდა მხარს.
როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა და თსუს გენდერის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თამარ საბედაშვილმა On.ge-სთან საუბარში თქვა, სტუდენტური კონფერენციის ჩაშლას წინ უძღოდა ორგანიზაცია თავისუფალი თაობისა და გიორგი გაბედავას მიერ ობიექტივის ეთერში კონფერენციის პარალელურად მისი საწინააღმდეგო აქცია დაანონსება. გაბედავას თქმით, ამის მიზეზი "იდენტობის მიერ ლგბტ თემის პროპაგანდისგან საქართველოს დაცვა იყო". გაბედავა და მისი თანამოაზრეები ფეისბუქზე მუქარასა და ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებდნენ.
"გვსურდა სტუდენტებისთვის და პრესკონფერენციაზე გამომსვლელებისათვის აგვერიდებინა ნებისმიერი სახის გაუგებრობა და ინციდენტი. მოგეხსენებათ, რომ თსუს დაცვა ვერ შეძლებდა სიტუაციის განმუხტვას, ის ვერ შეძლებს ასეთი სახის საწინააღმდეგო აქციები შეაკავოს. მე ქალაქში არ ვიმყოფები და არ მქონდა საკმარისი დრო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავები ჩამერთო და სიტუაციის მობილიზება მომხდარიყო. არ ველოდი, რომ ეს კონფერენცია ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა" - გვითხრა თამარ საბედაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ სტუდენტური პრესკონფერენცია არ ჩაშლილა და ის უბრალოდ გადაიდო. თამარ საბედაშვილის თქმით, სტუდენტური კონფერენცია მარტის ბოლოს გაიმართება და მასში ორგანიზაცია იდენტობა მონაწილეობას აღარ მიიღებს.
"ეს კონფერენცია გაიმართება, თუმცა იდენტობის ნაწილი რაც იყო ლგბტ საკითხებზე, ის უკვე გაიმართა დღეს იდენტობის ოფისში, მათ უკვე შეასრულეს დღის წესრიგი და მომავალ პრესკონფერენციაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ" - დასძინა გენდერის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.
იდენტობამ 22 თებერვალს თავის ოფისში ჩაატარა მეოთხე ეროვნული სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ლიბერალური ღირებულებების განმტკიცებას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები