რესტავრირებული აღმაშენებლიდან გამქრალი დეტალები - ინტერვიუ ცირა ელისაშვილთან
ტფილისის ჰამქარი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის შედეგად, შენობათა უმრავლესობაზე მნიშვნელოვანი დეტალები გამქრალია.
ტფილისის ჰამქრის წარმომადგენელმა, ურბანისტმა, ცირა ელისაშვილმა On.ge-ს განუმარტა, რომ აღნიშნული შედეგი თბილისმა მხოლოდ იმის გამო მიიღო, რომ რესტავრაციაზე არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობდნენ, არჩევნების გამო, დაგეგმილი იყო მისი შემჭიდროვებულ ვადებში დასრულება და განგვიმარტა, თუ რა შესთავაზა ტფილისის ჰამქარმა პროექტის დამკვეთს რესტავრაციის დაწყებამდე:
"ჩვენ მსგავსი ფოტოები დავდეთ 2011 წელს, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში აღმაშენებლის გამზირის ერთი ნაწილის რეაბილიტაცია გაკეთდა. მაშინაც იგივე საპროექტო ჯგუფი იღებდა მონაწილეობას, მაშინაც თბილისის განვითარების ფონდი იყო დამკვეთი და ვინაიდან მაშინაც შემჭიდროვებული იყო ვადები, ამ შემთხვევაშიც გვქონდა მოლოდინი, რომ მსგავსი შედეგი დადგებოდა. თუმცა, მათ ჰქონდათ გამოცდილება, იცოდნენ, რომ ამისთვის დეტალების დონეზე პასუხისმგებლობას არავინ მოსთხოვდა".
ელისაშვილის თქმით, ზედამხედველობა დამკვეთს - თბილისის განვითარების ფონდს უნდა გაეწია, რომელშიც არ არის ამ დარგის სპეციალისტი, რომელმაც კარგად იცის პროექტის წაკითხვა:
"მხოლოდ 4 პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგია. არსად დევს, მაგალითად, ფასადის ავთენტური ფერის დადგენის კვლევის შედეგი, სადარბაზოს ხის კარის ფერის დადგენის ლაბორატორიული კვლევის შედეგი და სხვა".
ელისაშვილმა გვიამბო, რომ ტფილისის ჰამქარს ჰქონდა სრული მზაობა იმისთვის, რომ სარეაბილიტაციო ჯგუფს ორგანიზაციის რესურსი გამოეყენებინა, შექმნილიყო ჯგუფი, რომელიც ამ დეტალების შენარჩუნებაზე იზრუნებდა. მისი თქმით, აღნიშნულზე ფონდის თავმდჯომარემ ლიბერალთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ჰამქრის პროექტში ჩართვაზე რაიმე ძალდატანება იქნებოდა, ფონდი ამ სამუშაოებზე საერთოდ უარს განაცხადებდა:
"თუმცა, აქ მონაწილეობაზე არ იყო საუბარი, არ ვამბობდით, ვიღაცას ამისთვის ხელფასი ეხადა, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით საპროექტო ჯგუფის მონაწილეები და ა.შ. საუბარი იმაზე იყო, რომ, რადგან საქმე ისტორიულ ქალაქს ეხებოდა, თავი აგვერიდებინა იმისთვის, რაც უკვე 2011 წელს მოხდა. სრულიად ჩაიკეტა ჩვენთვის ფონდთან ურთიერთობა, როგორც კი ბატონი გიორგი ბაიდარაშვილი გახდა ამ ფონდის თავჯდომარე".
ელისაშვილი ამბობს, რომ ჰამქარს შეხვედრის მცდელობა თბილისის ვიცე-მერთანაც ჰქონდა, თუმცა, ეს შეხვედრა ვერ შედგა:
"პირველივე დღეებში მივხვდით, რომ არასწორი გზით მიდიოდნენ, როდესაც ფასადები მთლიანად მოიხსნა შენობებზე. მისგან იყო შეხვედრაზე დასტური, თუმცა ეს შეხვედრა ფიზიკურად ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან სრული მზაობა იყო.
ჩვენს შეკითხვას, პროექტის დასრულების შემდეგ, სცადა თუ არა ჰამქარმა თბილისის განვითარების ფონდისგან რაიმე განმარტების მოსმენა, ელისაშვილმა უპასუხა, რომ ჰამქარი პროექტის დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ფოტოების საჯაროდ გამოქვეყნებამდე შეხვდა ვიცე-მერს, რომელმაც იმის გამოსწორების პირობა დადო, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია:
"ამ შეხვედრიდან 7-10 დღეა გასული. ჯერჯერობით, ასეთი სამუშაოები არ დაწყებულა და არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ეს რით დასრულდება".
ჩვენ ასევე დავინტერესდით, რამდენად არსებობს იმის შანსი ამ ეტაპზე, როდესაც ზემოაღნიშნული დეტალები უკვე გამქრალია, ისინი აღადგინონ და მათ ძველი იერი დაუბრუნონ. ელისაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოხსნილი დეტალები სადმე სახელოსნოებშია და გადაყრილი არაა, მაშინ მათი გამოყენება შესაძლებელია:
"მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ამ დეტალებზე და არა ტექნიკურ მხარეზე, რადგან ტფილისის ჰამქრის გულშემატკივრები ამ დარგის სპეციალისტები არ არიან. საქმე ისაა, რომ რესტავრაციას თავისი მეთოდოლოგია აქვს, რომელსაც თუ არ დაიცავ გამოვა უბრალოდ რემონტი. მეთოდოლოგია პირველი დღიდანვე იყო არასწორი, როდესაც ფასადები მთლიანად მოიხსნა იქაც კი, სადაც ამის საჭიროება არ ყოფილა. ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ზოგიერთი ფოტოში ჩანს, რომ აქ სანიმუშო რესტავრაცია ჩატარდა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ფასადები არ მოიხსნა. ამ დეტალების ადგილზევე გაწმენდა, დამაგრება და ფიქსაცია მოხდა".
თბილისის განვითარების ფონდი მერიის ზედამხედველობაში არსებული მუნიციპალური განვითარების ფონდია, როლის დაკვეთითაც სამუშაოები რამდენიმე კომპანიამ შეასრულა.
On.ge ცდილობს დაუკავშირდეს თბილისის განვითარების ფონდს და მათ კომენტარს ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ტფილისის ჰამქრის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
კომენტარები