სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის საქმეზე მთავრობის საჩივარი წარმოებაში მიიღო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ 2016 წლის 17 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის მოთხოვნა და წარმოებაში მიიღო საჩივარი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ შედის ძალაში და არ მიექცევა აღსასრულებლად. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ისინი მიიღებენ.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ "მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა".
"მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს განიხილა წარმოდგენილი არგუმენტები და იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივარი დასაშვებად ცნო. იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, პირველად დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. მანამდე მიღებულ ყველა პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლო, როდესაც არ დაადგენდა კონვენციის მე-5.1. მუხლის დარღვევას (ანუ, როდესაც წინასწარი პატიმრობა კანონიერად ჩაითვლებოდა), ავტომატურად მე-18 მუხლის დარღვევასაც დაუდგენლად მიიჩნევდა, ან საერთოდ აღარ განიხილავდა ხოლმე საქმეს მე-18 მუხლის ჭრილში. უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი გადაწყვეტილება, როდესაც არ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობა უკანონოდ იქნა მიჩნეული. იუსტიციის სამინისტრო აპელირებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტის თანახმად, მე-18 მუხლის დარღვევის მტკიცების სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოტივის არსებობა უნდა იყოს აბსოლუტურად ცხადი და ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რაც მერაბიშვილის საქმეზე მხოლოდ მისივე სათუო და ზედაპირული განცხადებებით იყო გამყარებული", – აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
უწყებისვე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ თავად სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად მიიჩნია, ხოლო სახეზე არ იყო 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ცალსახად დამადასტურებელი მტკიცებულება ან უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ითვალისწინებს, იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა პალატამ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გადაუხვია მე-18 მუხლთან მიმართებით მანამდე დადგენილ სტანდარტებს.
ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ამიერიდან სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს, რომელიც საქმის გარემოებების განხილვას თავიდან შეუდგება. როგორც სასამართლოს წერილშია აღნიშნული, დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მეორე მხარესაც და დიდი პალატა მომდევნო პროცედურის შესახებ მხარეთა ინფორმირებას მოკლე ვადებში მოახდენს.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
კომენტარები