თავისუფალი დემოკრატების ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ, რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, მას ღირებულებებში ბევრი თანხვედრა აქვს რესპუბლიკელებთან, თუმცა გაერთიანებაზე კონსულტაციები ორ პარტიას არასდროს ჰქონია:

"ჩვენ როდესაც დავტოვეთ კოალიცია, რესპუბლიკური პარტია ისევ იყო კოალიციის წევრი, შესაბამისად გაერთიანებაზე ან ძალისხმევის ერთი მიმართულებით მიმართვაზე საუბარი ვერ იქნებოდა. როდესაც უკვე განვაცხადეთ, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად ვიღებდით მონაწილეობას, რესპუბლიკური პარტია კვლავ კოალიციის წევრი იყო".

ალასანიამ დასძინა, რომ თავისუფალ დემოკრატებს არჩევნებში დამოუკიდებელად მონაწილეობა ჰქონდა გადაწყვეტილი.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია, რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში პოლიტიკიდან დროებით წასვლის შემდეგ პირველად აძლევს ინტერვიუს. მისი თქმით, თავისუფალმა დემოკრატებმა პოლიტიკური ცხოვრება უნდა გააგრძელოს.