ჩემი აკვარიუმი: როგორ მოვუაროთ თევზებს (ნაწილი I)
ბავშვობაში იმ კატეგორიას მივეკუთვნებოდი, ყველა ცხოველი რომ სახლში მოჰყავთ. ნაწილობრივ ახლაც ასე ვარ. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეტი სიფრთხილით ვეკიდები ამ ამბავს და ვცდილობ პასუხისმგებლობის აღებისას ჩემი შესაძლებლობებიც გავითვალისწინო. ბოლოს და ბოლოს, ოჯახში ახალი წევრის (იქნება ოთხფეხა თუ ფარფლებიანი) შემოყვანა დიდი გამოწვევაა.
პირველად სრულიად არაინფორმირებულმა და მოუმზადებელმა მოვინდომე სახლში თევზების ყოლა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, იყო ის, რომ აკვარიუმი იქნებოდა ძალიან პატარა და თევზები - მომცრო ზომის, მეგონა, ასე საქმეს გავიიოლებდი და მათი მოვლის ყოველდღიურ სავალდებულო რუტინას გავიმარტივებდი.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს მოსულმა უწყინარმა იდეამ, რომ პატარა აკვარიუმითა და რამდენიმე თევზით ჩემი ოთახი გამელამაზებინა, თითქმის მთელი ჩემი დღის წესრიგი შეცვალა. როგორც აღმოჩნდა, ამ ერთი შეხედვით მარტივად მოსავლელ ბინადრებს დიდი ყურადღება სჭირდებათ.
ჩემი პირველი თევზი - ცისფერი ნეონი (Neon tetra)
ცისფერი ნეონი ერთი ციცქნა, ლამაზი, ნახევრად გამჭვირვალე არსებაა, თუმცა მისი მოვლის სირთულე ხანდახან ამ სილამაზეს გავიწყებს. ორი ასეთი თევზითა და 5-ლიტრიანი აკვარიუმით სახლში დაბრუნებულმა, მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ წყალი და აკვარიუმი არ იყო საკმარისი. ნეონებისთვის აუცილებელია სპეციალური გამათბობელი, ფილტრი და ჟანგბადით გაჯერებული წყალი. ინტერნეტში ძრომიალისას კი გავარკვიე, რომ პატარა აკვარიუმში თევზის გაშვება დანაშაულის ტოლფასია, მით უმეტეს, თუ სხვა პირობებს არ შეუქმნი კომფორტული ცხოვრებისათვის. რა თქმა უნდა, ამის გამო არ დაისჯებით, თუმცა თქვენი თევზი მალევე გამოემშვიდობება სიცოცხლეს. გარდა იმისა, რომ პატარა აკვარიუმი ძალიან სწრაფად და მარტივად ბინძურდება, ტემპერატურაც ცვალებადია, რასაც წყლის მცირე მოცულობა განაპირობებს. პატარა სივრცეში თევზები მუდმივ სტრესში ცხოვრობენ და მალევე იღუპებიან. პატარა აკვარიუმში თევზებისთვის საჭირო აღჭურვილობის მიმაგრებაც საკმაოდ რთულია. იზღუდები თევზების სახეობაში, რაოდენობაში და ზომებში.
ნეონების მოვლა-პატრონობის პროცესში გამოცდილებასაც ვიძენდი და პერიოდულად ვყიდულობდი სხვა სახეობის აკვარიუმის თევზებს.
გუპი, პეცილია, სკალიარი, ბარბუსი, დანიო და ბეტა
ეს იმ თევზების ჩამონათვალია რომლებსაც ჰარმონიულად და მეგობრულად შეუძლიათ თანაცხოვრება. მათ ყიდვასთან ერთად გავზარდე აკვარიუმის ზომა. მოვლის მეთოდებში შეიძლება იყოს მცირე სხვაობა ტემპერატურის, წყლის სიხისტის, საკვებისა და აუცილებელი წყალმცენარეების მიხედვით, თუმცა თუ აკვარიუმის მოწყობისას თითოეული მათგანისთვის აუცილებელ და ჯამში ოპტიმალურ გარემოს შექმნით, პრობლემა არ წარმოიშვება. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ თევზების ზრდასრულობისა და მომწიფების ასაკი სქესობრივი კავშირისათვის. თუ 3 თვის გუპი (Guppy) ზრდას წყვეტს და მალევე ცოცხლად შობს ლიფსიტებს, არსებობენ თევზები, რომლებიც 1 წლის ასაკში იწყებენ გამრავლებას და დებენ ქვირითს.
გუპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზია დამწყებ აკვარიუმისტებში, ძირითადად იმიტომ რომ მისი მოვლა საკმაოდ მარტივია (ამავე ნიშნითაა პოპულარულია ბეტაც (Betta). თუმცა ამ სახეობის მამრი თევზი ტერიტორიების მოყვარული და მესაკუთრეა, ასე რომ სანამ აკვარიუმში გაუშვებდეთ, გაითვალისწინეთ რომ ორი მამრი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გამოუცხადებს აკვარიუმის არცთუ დიდი ტერიტორიების მოსაპოვებლად. ამიტომ სასურველია გყავდეთ მხოლოდ ერთი მამრი ბეტა. თუმცა მოსაზრება, რომ ეს თევზი ჭიქა წყალშიც ბედნიერად გრძნობს თავს, არ შეესაბამება სიმართლეს. მას ძალიან უყვარს ცურვა, შესაბამისად მუდმივ მოძრაობაშია, რისი საშუალებაც მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს.
შეიძლება ითქვას, რომ შინაურ ცხოველებზე, მათ მოვლა-პატრონობაზე და კონკრეტულად აკვარიუმის თევზებზე არსებობს უამრავი რესურსი. ინფორმაციის მიღება დაგეხმარებათ ნაკისრ ვალდებულებასთან გამკლავებაში, თანაც ისე, რომ დრო, ფული და ენერგია დაზოგოთ. იკითხეთ სტატიები, უყურეთ ვიდეოებს, გაითვალისწინეთ ცნობილი აკვარიუმისტების რჩევები და უკეთესი გარემო შეუქმენით თევზებს.
გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომელთა ყურების შემდეგ წარმოდგენა გექნებათ, როგორ გახადოთ აკვარიუმის ბინადრების ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და, რაც მთავარია, ხანგრძლივი:
გაგრძელება იქნება და შემდეგ სტატიაში სხვა ცხოველების მოვლაზე მოგიყვებით.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები