რა როლი ეკისრება საკონსტიტუციოს საქმიანობაში ზაზა თავაძის არჩევას - შეფასებები
20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარედ ზაზა თავაძის დანიშვნას მმართველი გუნდი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთგვაროვნად აფასებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ თავაძე ხელისუფლების ინტერესებს გაატარებს, სამოქალაქო სექტორი კი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებების დროულად მიღებაზე აპელირებს.
On.ge-სთან საუბარში TI-ს იურისტი, გიორგი ბერაია ამბობს, რომ დღეს სასამართლოს მთავარი გამოწვევა სწორედ ეს საქმეებია, რომლებზე გადაწყვეტილებების მიღებასაც საზოგადოება დიდი ხანია ელოდება.
როგორ ხედავს ბერაია საზოგადოების მხრიდან სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენის პროცესში ახალი თავჯდომარის როლს, მან უპასუხა, რომ თავჯდომარეზე სრული პასუხისმგებლობის დაკისრება სწორი არ იქნება, რადგან ინსტიტუციურად ის მოსამართლეების უფროსი სულაც არ არის:
"მას საქმეების გადაწყვეტის დროს იგივე წონის ხმა აქვს, როგორც სხვა მოსამართლეებს, მასაც ერთი ხმა აქვს. შესაბამისად, როდესაც ინსტიტუტის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ, აქ თითოეული მოსამართლის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. უბრალოდ მის შემთხვევაში გამონაკლისი ის არის, რომ მესამე პირებთან ურთიერთობისას სასამართლოს წარმოადგენს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ სასამართლოს შიგნით ისე წარიმართოს მოვლენები, რომ ამან არ დააზიანოს სასამართლოს ავტორიტეტი. გარკვეულწილად დამაბალანსებელი როლი აქვს".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინათინ ბოკუჩავა კი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ თავაძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარედ დანიშვნა იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ აწარმოებდა იმისთვის, რომ მას დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ მნიშველოვან საქმეებზე, როგორც გიგი უგულავასა და რუსთავი 2-ის საქმეებია, არ შესძლებოდა:
"თვეების განმავლობაში ვხედავდით, როგორ იბარებდა პროკურატურა მოსამართლეებს, როგორ ხდებოდა მათზე ზეწოლა სხვადასხვა ტიპის შანტაჟის მეშვეობით. ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ისეთი შემადგენლობა შექმნილიყო სასამართლოში და ისეთი შემადგენლობა ყოფილიყო, რაც ხელისუფლებას აწყობს. ხელისუფლებას კი აწყობს სასამართლო, რომელიც მთლიანად მას ემსახურება".
ჩვენს შეკითხვას, რას უნდა ელოდოს საზოგადოება თავაძის თავდჯომარეობის პირობებში, ბოკუჩავამ უპასუხა, რომ წინასწარ მისი ქმედებების განსაზღვრა ძნელია, თუმცა:
"რიგ საქმეებზე რაღაც გაჭიანურება იქნება. შეიძლება, რომ რიგ შემთხვევებში ამა თუ იმ განაჩენის გამოტანა არ სურდეთ. ისინი შეეცდებიან ივანიშვილისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღონ და რა არის ივანიშვილისთვის მისაღები უგულავასა და კაბელების საქმეებან დაკავშირებით, საზოგადოებამ კარგად იცის".
აღნიშნული ბრალდებები გასაგებია გიორგი ბერაიასთვისაც, თუმცა მათი დასაბუთებულობის შეფასება უჭირს და ამბობს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა ან მისი ხელისუფლებისთვის დაქვემდებარება ყველაზე კარგად ინსტიტუციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში გამოჩნდება:
"გასაგებია, რომ წარსულში განვითარებულმა მოვლენებმა მთლიანად ინსტიტუტი დააზიანა და აქიდან გამომდინარე, უამრავი სპეკულაციის საფუძველი გახდა, მაგრამ მთავარი ინდიკატორი შეფასებისა, გახმაურებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები იქნება".
მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებაში შეთანხმდნენ იმაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი თავჯდომარე. ქართული ოცნების წევრი, დიმიტრი ხუნდაძე კი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი თავჯდომარეობის პირობებში საკონსტიტუციო სასამართლო შელახულ რეპუტაციას მალე აღიდგენს.
ზაზა თავაძის საკონსტიტუციო თავჯდომარედ დანიშვნას პლენუმის 8 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. ახალი თავდჯომარის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ოქტომბერს წინა თავჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს უფლება-მოსილების ვადა ამოეწურა.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, ზაზა თავაძე ერთ-ერთი იმ 5 მოსამართლიდან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს წერილი მიწერეს. წერილში ისინი პაპუაშვილს მიმართავდნენ, რომ ის ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს პრიორიტეტს ანიჭებს, რომლებიც შესაბამისად, ფორსირებულ რეჟიმში განიხილება, რიგითი საქმეები კი გაურკვეველი დროით გადაიდება ხოლმე. ასეთ საქმეებად მოსამართლეები გიგი უგულავას, რუსთავი 2-ის, ე.წ. კაბელებისა და სხვა ე.წ. პოლიტიკურ საქმეებს ასახელებდნენ.
თავაძე უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
თავაძე სხვადასხვა წლებში შემდეგ თანამდებობზე მუშაობდა: 2008-2010 წლებში იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2007-2008 წლებში გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, 2004-2007 წლებში გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 2004 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად დანიშნე.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები