საია: განმეორებითი არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამბობს, რომ იმ უბნებზე, სადაც დღეს განმეორებითი არჩევნები მიმდინარეობს, სიმშვიდეა. თუმცა, საია რამდენიმე დარღვევაზე საუბრობს.
კერძოდ, ორგანიზაციას ამბობს, რომ მარნეულის 48-ე უბანზე დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტი, ვინაიდან უბანზე მისული პირველი ამომრჩეველი არ შევიდა საარჩევნო კაბინაში, მაგიდაზე გააკეთა არჩევანი და ისე ჩააგდო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში.
გარდა ამისა, მარნეულის 48-ე უბანზე კომისიის წევრთა მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტები დაიქსირდა:
"განსხვავებით 8 ოქტომბრის კენჭისყრის დღისა, ენმ-ს მიერ საარჩევნო უბანზე დანიშნულმა კომისიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გადასატანი ყუთის გამყოლი კომისიის წევრის ფუნქციის გამოსავლენად ჩატარებულ წილისყრაში, ასევე ამ ფუნქციის გამოვლენისას, გაჰყვნენ გადასატან ყუთებს. აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბერს ამ პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო კომისიის წევრებმა მასობრივად პროტესტი გამოთქვეს და არ მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ წილისყრაში, ან პირიქით, მიიღეს, თუმცა გადასატან საარჩევნო ყუთის გაყოლაზე შემდგომ უარი განაცხადეს.
ვინაიდან ჩვენი მოსაზრებით, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან მსგავსი ქმედება საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის შეუსრულებლობას წარმოადგენდა, საიას დამკვირვებლებმა ასეთ შემთხვევებში საჩივრები წარადგინეს ზემდგომ საარჩევნო კომისიებში და შესაბამის პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, აღნიშნულ პირთა მიმართ ზემდგომი საარჩევნო კომისიების მხრიდან გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ასევე სასამართლოებმაც განმარტეს, რომ კომისიის წევრის მხრიდან წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი კომისიის წევრის ვალდებულების შეუსრულებლობას წარმოადგენდა".
ბოლო მონაცემებით, ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 2 საჩივარი წარადგინეს (ერთსადაიმავე დარღვევაზე უბანზე და ოლქში) და 2 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში მარნეულის საარჩევნო უბანზე.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები