10 ყველაზე საშიში ქვეყანა ქალებისათვის
ძალადობა და მასზე დამყარებული ურთიერთობები ადამიანს ჯერ კიდევ იმ დროიდან მოსდევს, როცა ის გამოქვაბულში ცხოვრობდა და ცეცხლის დანთებას სწავლობდა. პირველყოფილ საზოგადოებაში როლები სუსტსა და ძლიერს შორის არა სქესის, არამედ უფრო მარტივად, ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვით ნაწილდებოდა. დროთა განმავლობაში კი პატრიარქატულმა საზოგადოებამ მამრს ძლიერის, ხოლო მდედრს სუსტის იარლიყი მიანიჭა. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ ბრძოლაში მხოლოდ ძლიერები იმარჯვებენ, ამიტომ ხშირად ჩაგვრისა და ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი სწორედ ქალები ხდებიან.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი პირველყოფილი წყობილებიდან დიდი ხნის წინ გამოვიდა და მსოფლიოს განვითარებული ნაწილი შეთანხმებულია, რომ ფიზიკურ შესაძლებლობებზე ფასეული გონებრივი მონაცემებია, არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ჯორჯ ორუელის ცხოველების ფერმას მიჰყვებიან და სჯერათ, რომ “ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი უფრო თანასწორია”. ამ ქვეყნებში 21-ე საუკუნეშიც კი ძალმომრეობა, ჩაგვრა და ძალადობა ქალების მიმართ ნორმად მიიჩნევა.
რა თქმა უნდა, ქალებზე ძალადობა თითქმის ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ მსოფლიო რუკაზე ამ პრობლემის მთავარი კერა იმ ქვეყნებში უნდა ვეძებოთ, სადაც ყველზე ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქალთა მჩაგვრელ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს.
დღეს ბევრი ქალისათვის წარმოუდგენელია იცხოვროს თავისუფლების გარეშე, ისინი თავად ზრუნავენ კარიერასა თუ პირად ცხოვრებაზე. თუმცა დანარჩენებისთვის ეს ჯერ კიდევ ოცნებად რჩება. Wonderslist-მა სწორედ იმ ქვეყნების სია გაავრცელა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება ყველაზე რთულია.
10. ერაყი
მართალია, სადამ ჰუსეინის დრო დიდი ხანის წინ დასრულდა, მაგრამ ერაყში ქალთა უფლებები ჯერ კიდევ უგულებელყოფილია. არსებობენ მოქალაქეები რომლებსაც სურთ დემოკრატია და დასავლური ღირებულებები, მაგრამ ამ ქვეყანაში რელიგიური დაჯგუფებებისთვის და მათი მიმდევრებისთვის ტრადიციები კანონზე მაღლა დგას. ქალების უფლებების უზრუნველყოფამდე კი ქვეყანაში უსაფრთხოების რეალური პრობლემაც არსებობს. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ არაბულ ქვეყნებს შორის ერაყელი ქალები განათლების დონით ყველაზე წინ არიან.
9. პაკისტანი
პაკისტანში დაოჯახებულ ქალთა 90% ერთხელ მაინც ან მუდმივად არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. გასულ წელს ამ ქვეყანაში 1000 ქალი მოკლეს.
8. ინდოეთი
პაკისტანთან შედარებით ინდოეთში ოდნავ უკეთესი სიტუაციაა, თუმცა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ამ ქვეყანაში ქალების 70% განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას. ინდოეთში ყოველ 29 წუთში ერთხელ ქალის გაუპატიურება, ხოლო 77 წუთში ერთხელ -მკვლელობა ხდება. მხოლოდ გასული ერთი საუკუნის განმავლობაში ინდოეთში 50 მილიონ ქალზე მეტი მოკლეს, 100 მილიონი კი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. სავალალო მდგომარეობაა ქორწინების მხრივაც, აქ გოგონების 44.5%-ს 18 წლამდე აიძულებენ გათხოვებას.
7. სომალი
ეს არის ქვეყანა, სადაც გოგონების 95% წინადაცვეთის მსგავს პროცესს გადის, რაც მათ სხეულსა და გონებაზე სამუდამო კვალს ტოვებს. გოგონების ასაკი 4-დან 11 წლამდე მერყეობს. სომალიში ქალთა მხოლოდ 9% აქვს შესაძლებლობა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იმშობიაროს.
6. მალი
აღსანიშნავია რომ მალი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. აქ ქალების უმნიშვნელო რაოდენობა აღწევს თავს წინადაცვეთის შემზარავ ტრადიციას. უამრავი გოგონა გართულებულ მშობიარობას ეწირება ისეთ ასაკში, როგორიცაა 10-11 წელი.
5. გვატემალა
გვატემალა იმ ქვეყნების სიაში, სადაც არც ერთი ქალი არ ისურვებდა ცხოვრებას, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. ძალადობრივი და დისკრიმინაციული შემთხვევების რაოდენობით ეს ქვეყანა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებს თუ ჩამოუვარდება.
4. სუდანი
სუდანში 2003 წლიდან დღემდე სქესობრივი ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.
3. კონგო
კონგოში ყოველდღიურად 1100 ქალი ხდება გაუპატიურების მსხვერპლი. ქვეყანა 1996 წლიდან დღემდე 200 000-მა მოქალაქემ დატოვა, რომელთა უმრავლესობა ქალია. თუმცა ისინი დევნილის სტატუსით სარგებლობენ, რადგან მეუღლის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ პირადი დოკუმენტების ქონა.
2. ავღანეთი
ავღანეთში ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 45 წელია, იმაზე ნაკლები ვიდრე მამაკაცების. ომისა და რეპრესიების ფონზე აქ შემცირებულია ქალების რაოდენობა. ავღანელ გოგონებს აიძულებენ გათხოვდნენ ნაადრევ ასაკში, ხოლო უამრავი მათგანის სიცოცხლე ეწირება მშობიარობას, რასაც სავარაუდოდ ისიც განაპირობებს რომ ქალების 85% არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სამწუხაროდ ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობით.
1. ჩადი
ჩადი იმ ქვეყნების სიაში, სადაც ქალები ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან პირველ ადგილს იკავებს. ქალებს აქაც ძალიან რთულ რეალობაში უწევთ ცხოვრება: გოგონებს 11-12 წლის ასაკიდან ათხოვებენ, ხშირია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ქვებით ჩაქოლვა და სახის დაწვაც კი. ქალებს პოლიციაც არ იცავთ, რადგან პოლიციელები ხშირად თვითონ არიან მოძალადეები.
მსოფლიოში ყოველდღიურად ათასობით ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი. მათ არ ანიჭებენ მნიშვნელობას, თავს უსარგებლო, მეორეხარისხოვან ადამიანებად აგრძნობინებენ, ართმევენ განათლების, საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლებას და ხშირად, კლავენ კიდეც. ძალიან დიდი დრო დასჭირდა მსოფლიოს იმის გასაცნობიერებლად რომ ქალებს აქვთ უფლება იყვნენ ის, ვინც უნდათ. გახდნენ ლიდერები, პოლიტიკოსები, მწერლები და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ბრძოლა ნაადრევი ქორწინების, ძალადობის, ჩაგვრის წინააღმდეგ კვლავაც გრძელდება და ამ ბრძოლაში თითოეულ მხარდამჭერს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ასე მიიღწევა თანასწორობა და თავისუფლება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
კომენტარები