TI: GPB არ აპირებს TNS-სთვის ეგზიტპოლების ჩატარების საფასურის გადახდას
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აპირებს შესრულებული სამუშაოსთვის თანხა გადაუხადოს ეგზითპოლების ჩამტარებელ კომპანია TNS-ს ვინაიდან, მათივე განცხადებით, შედეგების ცდომილებამ რისკის ქვეშ დააყენა მაუწყებლის სანდოობა და რეპუტაცია.
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან საუბარში განმარტა, რომ ამ მომენტისთვის მაუწყებელი არ აპირებს TNS-ს გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა 76 339 ევრო აუნაზღაუროს.
თავად კომპანიას მიაჩნია, რომ მან კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა. ამ მომენტისათვის კონტრაქტის სამართლებრივ მხარეს მაუწყებლის იურისტები სწავლობენ.
TNS-თან გაფორმებული კონტრაქტის სტანდარტული ვადების და პირობების 6.7 მუხლის თანახმად, "კომპანია იძლევა გარანტიას, რომ კვლევები (გამოკითხვები და სხვა სამუშაოები იქნება დადგენილი ისე, რომ შეესაბამებოდეს: A) კვლევები (გამოკითხვები) უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ მეცინერულ მეთოდოლოგიას, წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევა უზრუნველყოფს შედეგების 95% სანდოობას, ცდომილების მაჩვნებელი არაუმეტეს 2 პროცენტს".
TI-ს განცხადებით, კონტრაქტში არსადაა საუბარი ეგზითპოლის შედეგების შესაბამისობაზე ცესკოს შედეგებთან. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ მაუწყებელში აცხადებენ, რომ TNS-ის მხრიდან აღნიშნული 2 პროცენტი კონტრაქტის მოსამზადებელ პერიოდში განსაზღვრული იყო, როგორც ცესკოს საბოლოო მონაცემებთან შესაძლო ცდომილების მაჩვენებელი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან" მიმოწერაში კანტარ ჯგუფის (TNS-ს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია კანტარი ფლობს) უფროსმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში საუბარი არ არის ეგზითპოლის შედეგების არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან შესაბამისობაზე:
"ზემოთ მოყვანილი დებულებები დაკავშირებულია სანდოობის ინტერვალის სტატისტიკურ გამოთვლასთან, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გააანალიზდეს გამოკითხვის შედეგები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება კვლევის შესაბამისობას ოფიციალურ შედეგებთან. ეს სტანდატული განმარტებაა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარებული გამოკითხვებისას გამოიყენება".
მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოსაქვეყნებლად დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით შეწონილი მონაცემები მიეწოდა და ეგზითპოლების ჩატარების პროცესი მთლიანად მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა.
TI აცხადებს, რომ აღნიშნული პასუხიდან გამომდინარე გაურკვეველია, თუ რატომ ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს განსხვავებული წარმოდგენა აღნიშნულ 2 პროცენტიან ცდომილებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა რამდენიმე კვირით გადადო კონტრაქტზე ხელის მოწერა მისი დეტალურად შესწავლის მიზეზით:
"ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიასთვის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით. ხელშეკრულების 10.1 მუხლში ნათლად წერია, რომ: "თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, კომპანიის პასუხისმგებლობა ნებისმიერ პრეტენზიის, მოთხოვნის, ზიანის, ხარჯების (მათ შორის იურიდიული ხარჯები) და სხვა სერვისებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ასევე ვადების დარღვევის შესახებ არის მკაცრად შეზღუდული და არ აღემატება 50 ათას ვეროს" - შესაბამისად, საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა სრულად შეინარჩუნოს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კონტრაქტის 11.7 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობით და მხარეები უნდა დაემორჩილონ ინგლისის სასამართლო იურისდიქციას. მხარეთა შორის ნებისმიერი დავა გადაწყვეტილი უნდა იყოს ინგლისის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, თუ საქმე სამართლებრივ დავამდე მივიდა, მაუწყებელს დავა დიდ ბრიტანეთში მოუწევს, რაც, სავარაუდოდ, დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული".
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეგზითპოლის მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების საბოლოო შედეგებს მნიშვნელოვნად აცდა.
არჩვენების დასრულებიდან მალევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტავდა, რომ ეგზითპოლის მონაცემები მნიშვნელოვნად აცდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2%-იან ცდომილებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგებით ქართულმა ოცნებამ პროპორციული სისტემით ხმების 53,8 პროცენტი დააგროვა (ცესკოს შედეგების მიხედვით 48,68 პროცენტი) ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 19,5 პროცენტი (ცესკოს შედეგების მიხედვით 27,11 პროცენტი).
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები