ომბუდსმენი: 18% პოლიტიკური, 17% კი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის გამო დავობს
სახალხო დამცველის აპარატმა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში განხილულია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციები და ზოგადი წინადადებები, სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ტენდენცია, სახალხო დამცველის თანასწორობის აპარატის მიერ განხორციელებული და სხვა აქტივობები.
ანგარიშში განხილული განცხადებების ყველაზე მეტი 18 პროცენტი პოლიტიკური და სხვა ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება. 17 პროცენტი რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე დაობს, 14 პროცენტი ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით. წინა წლების მონაცემების მსგავსად 10 პროცენტი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს შეადგენს, 8 პროცენტი სექსუალური ორიენტაციის/გენდერული იდენტობის ნიშნით, 7 პროცენტი კი შეზღუდული შესაძლებლობების საფუძვლით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ეხება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ობმუდსმენის აპარატის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც პრობლემის აღმოფხვრას შუწყობს ხელს. ეკა ბესელიას განცხადებით მნიშვნელოვანია გაიზარდოს სახალხო დამცველის როლი და ომბუდსმენის მექანიზმი იყოს უფრო ქმედითი.
"ჩვენ მოვამზადეთ ცვლილებები სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე, კომიტეტი გახლდათ ავტორი ამ კანონპროექტის, რომელიც ეხება პროცესუალურ საკითხებს, რაც უფრო მეტად გააძლიერებს სახალხო დამცველის მექანიზმს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ამ ტიპის განცხადებების თუ საჩივრების შესწავლისა და რეაგირებისთვის. რეაგირების ვალდებულება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც ამ საკანონმდებლო პროექტის მომზადების დროს გამოჩნდა. ჩვენ პირველი მოსმენით მივიღეთ ეს ცვლილებები, თუმცა შემდეგ რთული აღმოჩნდა კონსესუსის მიღწევა ამ საკითხზე, რომ ჰქონოდა მხარდაჭერა შემდეგი განხილვის ეტაპზე და ის არის განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ახალ პარლამენტში შესაძლებელი იქნება ჩვენი კოლეგების მხარდაჭერის მობილიზება და ამ ცვლილებების მიღება. ეს ცვლილებები არის მართლაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი. სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი დისკრიმინაციის ყველა ფორმის გამოვლენის, რეაგირების და პრევენციის თვალსაზრისით. ეს მექანიზმი უნდა იყოს უფრო ქმედითი და ეფექტური, ამისთვის ამ ცვლილებების მიღებაც იქნება ძალიან საჭირო."
საანგარიშო პერიოდი 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ომბუდსმენმა შეისწავლა 113 საქმე, შეიმუშავა 12 რეკომენდაცია, 4 ზოგადი წინადადება და 6 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები