როგორ იბრძვის ISIS ერაყის ქალაქ მოსულის შესანარჩუნებლად
მხოლოდ ერთი კვირის თავზე, ქალაქ მოსულისთვის ბრძოლაში, მასშტაბურმა კოალიციამ, რომელსაც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქიდან ISIS-ის გაძევება სურს, მოსალოდნელზე დიდ პროგრესს მიაღწია.
თუმცა, მიუხედავად 78 გათავისუფლებული სოფლისა და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 800 მოკლული მებრძოლისა, ერაყის კოალიცია ISIS-სგან მაინც დიდი წინააღმდეგობას ხვდება.
კოალიცია 90 ათასი ერაყის სამთავრობო ჯარისკაცის, ქურთული პეშმერგას მებრძოლებისა და არარეგულარული მილიციის სამხედროებისგან შედგება. მათი რიცხვი ISIS-ის მებრძოლთა რაოდენობას ბევრად აღემატება. ამიტომ, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ასიმეტრიულ საომარ ტაქტიკებს იყენებს, რათა ოპონენტებს ზიანი მიაყენოს და დაატეროროს ისედაც დატანჯული მოსახლეობა.
აი, როგორ იბრძვის ტერორისტული დაჯგუფება ქალაქში თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად.
ტოქსიკური ცეცხლი
როდესაც ISIS-მა გოგირდის ქარხნის ტერიტორიიდან უკან დაიხია, მათ გოგირდის მასიურ მთაზე ასაფეთქებელი მოწყობილებები მოათავსეს, რამაც ტოქსიკური, მომწამლავი ბოლის გაშვება გამოიწვია.
როგორც CNN-ის კორესპონდენტი განმარტავს, საავადმყოფოებში ჟანგბადის მარაგი ამოიწურა, იქ მომუშავე ადამიანებს კი გაზის ნიღბებიც კი არ უკეთიათ.
ISIS-მა ცეცხლი წაუკიდა ნავთობით მდიდარ რეგიონებსაც. დაჯგუფების მიზანი კოალიციის საჰაერო ძალების ხილვადობის შესუსტება იყო. ცეცხლი დღეების განმავლობაში ენთო, რამაც ათასობით ადამიანის სამედიცინო დახმარების საჭიროება და სამხედრო ოპერაციების შეფერხება გამოიწვია.
ბომბები
ISIS-ს ბევრი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ თავდასხმისთვის მომზადებულიყო, რადგან დაჯგუფებამ იცოდა კოალიციის გეგმები მოსულის დაბრუნების შესახებ.
კოალიციის ძალებმა, ქალაქთან მიახლოებისას უნდა იმოძრაონ გზებზე, რომლებიც სავსეა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით. საფრთხე ემუქრებათ დაბრუნებულ ქალაქებშიც, რომლებშიც ISIS-მა შესაძლოა ასევე დატოვოს ბომბები.
ერაყის ერთობლივი საოპერაციო სარდლობის ცნობით, პირველივე კვირას აღმოაჩინეს ბომბის დამამზადებელი ორი ქარხანა და გაანეიტრალეს 400-მდე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
"ტოვებენ ქუჩებში, სახლებში. ვათავისუფლებთ სოფლებს და ისინი ყველგანაა. ხალხი თავის სახლში ბრუნდება, კარს აღებს, მაცივარსაც კი და უცბად ფეთქდება." - ეუბნება ბრიგადის გენერალი, ბაჯატ მზური CNN-ს.
თვითმკვლელთა ტერაქტები
თვითმკვლელთა ტერაქტები - იქნება ეს მანქანაში დამონტაჟებული ბომბები, თუ ყუმბარებით აღჭურვილი შეიარაღებული მებრძოლი, - ISIS-ის თავდასხმების დამახასიათებელ ხელწერად იქცა.
თვითმკვლელთა ჟილეტების გამოყენება მებრძოლებს საშუალებას აძლევს, დაჭრის შემთხვევაში მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიონ.
გვირაბები
ISIS-ის თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი მოსულსა და მიმდებარე ქალაქებში აშენებული გვირაბებია. ეს საიდუმლო ქსელი მებრძოლებს საშუალებას აძლევს გაიქცნენ, დაიმალონ და გადაადგილდნენ ისე, რომ მოწინააღმდეგის თვითმფრინავებმა ვერ დააფიქსირონ.
ყურადღების გადასატანი თავდასხმები
კოალიციის ყურადღების გასაფანტად და მათი ძალების გადასანაწილებლად, ISIS-მა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მოულოდნელი თავდასხმები განახორციელა.
ერთ დღეში ISIS თავს დაესხა მოსულის სამხრეთით მდებარე ქალაქ კირკუკს, მოგვიანებით კი რუტბას, რომელიც მოსულიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს.
მკვლელობები შურისძიების მიზნით
ეს მეთოდი ცხადად გამოჩნდა გათავისუფლებულ სოფელ ნირმუდში, სადაც 40-მდე ადამიანი, რომელიც ერაყის საბრძოლო დანაყოფებს შეეგება, ISIS-მა დახოცა.
კოალიციამ სოფლის დასაცავად სამხედროები არ დატოვა, რამაც საშუალება მისცა ISIS-ის მებრძოლებს, დაბრუნებულიყვნენ და შური ეძიათ ადგილობრივებზე.
ცოცხალი ფარები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ანგარიში აჩვენებს, რომ ISIS-მა 550 ოჯახი გამოიყენა ცოცხალ ფარად, რაც აშკარად იმ პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ტერორისტული დაჯგუფება ცდილობს მოსახლეობას ხელი შეუშალოს გაქცევაში.
ზეიდ რა'ად ალ ჰუსეინის, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თქმით, "ISIS მოსახლეობას იყენებს არამხოლოდ როგორც ცოცხალ ფარს, არამედ, დაჯგუფებამ შესაძლოა დახოცოს ისინი, ვიდრე გაათავისუფლებს".
დრონები
როგორც ჩანს, ISIS აქტიურად იყენებს დრონებს ბრძოლის ველზე. დრონები ტერორისტულ დაჯგუფებას საშუალებას აძლევს მათ ოპონენტებზე მაღლა აფრინდნენ - ჩამოაგდონ ყუმბარები, ან საარტილერიო ცეცხლის მიზანი გამოააშკარაონ. როგორც პეშმეგrა აცხადებს, დრონები პოზიციების დასაზვერად და ბომბების ჩამოსაგდებად გამოიყენება.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები