გიგი გიგიაძე: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდება
News Georgia-სთან ინტერვიუს დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ განაცხადა,რომ შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველო და აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების არქიტექტურაში.
გიგიაძის თქმით, ასევე წარმატებული საერთაშორისო პროექტადაა აღიარებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 2 ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია:
"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს, ექსპერტები მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად აღიარებენ, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2011 წლის იანვარში, ნიუ-იორკში გამართულ Global Infrastructure Leadership Forum-ზე, იგი მსოფლიოს 100 უმნიშვნელოვანეს გლობალურ პროექტს შორის შეიყვანეს. პროექტის სრულფასოვანი ამოქმედებისათვის აუცილებელია, დასრულდეს პროექტის დარჩენილი, თურქული მონაკვეთი. ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარე 2016 წლის ბოლოს დაასრულებს ხსენებული მონაკვეთის მშენებლობას".
გიგიაძის განცხადებით, პროექტის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის:
"ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტების რეალიზაციაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ორივე ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კეთილდღეობა და სტაბილურობა.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ გვაქვს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი".
გიგიაძე აღნიშნავს აზერბაიჯანის როლს საქართველოში ეკონომიკის განვითარებაზე და დასძენს, რომ ის სისტემატურად იკავებს ადგილს საქართველოს ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში:
"2015 წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 550 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რაც 61%-ით მეტია 2014 წელთან შედარებით. 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით აზერბაიჯანს 282,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში".
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს საქართველოს როლს აზერბაიჯანისთვის ევროპული ოჯახში შესვლაზე. მისი თქმით, რადგან საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს, ის შეიძლება აზერბაიჯანისთვის ერთგვარ ფანჯრადაც კი იქცეს ევროპაში.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები