რა ცვლილებებს ითხოვენ მოქალაქეები შრომის უსაფრთხოებისთვის - რეპორტაჟი აქციიდან
"ვითხოვთ შრომის ინსპექციას ჯანმრთელობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ღირსებისთვის", - ეს იმ საპროტესტო აქციის ძირითადი მოთხოვნაა, რომელიც დღეს პროფკავშირების გაერთიანებამ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად გამართა.
აქცია მოქალაქეების სტვენის ფონზე მიმდინარეობდა. მისმა მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკის არქონის გამო, ბოლო წლებში გარდაცვლილთა სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეახსენეს და მოუწოდეს საკანონმდებლო ორგანოს, შეკრებისთანავე დაიწყოს საკანონდმებლო ცვლილებებზე მუშაობა იმისთვის, რომ მოქალაქეთა შრომითი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს.
გიორგი თაბუკაშვილი სპეციალურად ამ აქციაზე თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად ზვარედან ჩამოვიდა. ამბობს, რომ იქ გვირაბის მშენებლობაზე მუშაობს და დღეს იმ ადამიანებს გამოუცხადა სოლიდარობა, რომლებსაც ზემოაღნიშნული პრობლემა აწუხებთ და ითხოვს, რომ შრომითი უსაფრთხოება სახელმწიფოს მიერ იყოს უზრუნველყოფილი იყოს:
"ვითხოვთ ანაზღაურებასაც, რადგან ძალიან დაბალია სახელმწიფოშიც და რკინიგზაშიც და ჩვენ რკინიგზას ვეკუთვნით. იქ უსაფრთხოებაა, პირველ რიგში, მოსაწესრიგებელი. შემდგომ ნელ-ნელა ყველაფერი".
როგორც On.ge-სთან საუბარში EMC-ის წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ განმარტა, ხელისუფლებამ დაუყოვნებლად უნდა გადახედოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას:
"ეს აქცია შრომის ინსპექტირების შექმნას შეეხება, რაც ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, რასაც შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილება უნდა დაეფუძნოს. ამდენად, დღევანდელი მოთხოვნა არის ეფექტური და ქმედითი შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების შექმნა".
თეთრი ხმაურის მოძრაობის წარმომადგენელი, ბექა წიქარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შრომის უფლებისთვის ბრძოლა, ფაქტობრივად, სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლად იქცა:
"არ მგონია, რომ დღეს ვინმეს იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ამ საკითხზე თვალი დავხუჭოთ და წავუყრუოთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს დღევანდელ პოლიტიკურ გარემოში. შესაბამისად, მე პირადად, როგორც მოქალაქე და თეთრი ხმაურის წარმომდგენელი ვამბობ, რომ შრომის პოლიტიკა აუცილებლად გადასახედია და უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ბიზნეს დიქტატურა".
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტმა, ილია ლეჟავამ კი გვითხრა, რომ დღეს არსებული ვითარება განსაკუთრებით მძიმეა, რადგან შრომითი უსაფრთხოების არქონის გამო გარდაცვლილთა სტატისტიკა უფრო და უფრო იზრდება. მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს უწყება, რომელიც რეალურად გააკონტროლებს შრომით პირობებს:
"შრომითი ინსპექციის შექმნას, ბუნებრივია, პროფკავშირები მთელი ძალისხმევით ითხოვს. სახელმწიფოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება 2017 წლამდე აქვს აღებული და როგორც ვხედავთ, 2017 წლამდე, რეალურად, იზრდება და იზრდება ეს სტატისტიკა".
როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, დღევანდელ საპროტესტო გამოსვლას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა და თუ სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები