ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, 29 ოქტომბერს, საღამოს 8-ის 20 წუთზე, მთაწმინდის მე-18 უბანზე სამი პირი მოტყუებით შევიდა:

"მათ დაცვის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ იყვნენ დამკვირვებლები, შეამოწმეს და გადაიღეს უბანზე ამომრჩევლის პირადი მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია და იქ არსებული უჯრები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი არ იყვენენ დამკვირვებლები".

მიქელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ის, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები შეიძლება ყოფილიყვნენ ეს პირები, არ საჯაროვდება.