თეთრი სახლი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას ულოცავს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრეს მდივნის, ნედ პრაისის სახელით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 30 და 8 ოქტომბრის არჩევნებს და რომ მათი შეფასებით, ორივე არჩევნები კონკურენტული და კარგად ორგანიზებული იყო. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, საარჩევნო პროცესისას მომხდარი ცალკეული დარღვევები შესახებ:

"პოლიტიკური ლიდერების მოწოდებამ, რომ თავიანთ მხარდამჭერებს საარჩევნო პერიოდში თავშეკავება გამოეჩინათ, დიდი როლი ითამაშა, ამიტომაც ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში შეძლეს ხმის მიცემა.

მიუხედავად ამისა, შეშფთებას გამოვთქვამთ იმ ცალკეული ძალადობრივი ინციდენტების გამო და მთავრობას მოვუწოდებთ დაბალენსებული გამოძიებისაკენ, კანონის უზენაესობის დაცვით.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკურ ლიდერებს ყველა პარტიიდან საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლისთვის ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

ჩვენ მოუთმელად ველით ახალ მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას, საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებისთვის".