მიზეზები, რასაც კომპანიები მუშების გარდაცვალებისა და დაშავების საფუძვლად ასახელებენ
სამშენებლო კომპანია სოლო დეველოპმენტის ხელმძღვანელი, გიორგი აფციაური On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ 19 ოქტომბერს მისი კომპანიის მშენებლობაზე მუშის, თემურ გურგენაშვილის გარდაცვალება ამ უკანასკნელის დაუდევრობისა და ბედისწერის ბრალი იყო.
მისი თქმით, დღეს არსებული ინსპექტირების მექანიზმი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, თუმცა, მიაჩნია, რომ როდესაც დასაქმებულის მხრიდან დაუდევრობას აქვს ადგილი, საქმეს ინსპექტირება ვერ უშველის. თვალსაჩინოებისთვის მან გურგენაშვილის მაგალითი მოგვიყვანა და აგვიხსნა, რომ ის სატვირთო ამწეზე იდგა, რომელზეც არ უნდა მდგარიყო.
მისი თქმით, სოლო დეველოპმენტის მშენებლობებზე უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა, კომპანია რეგულაციების კანონის დონეზე გამკაცრების მომხრე მაინც არის:
"თუ კანონის სახეს მიიღებს, მაგ შემთხვევაში სავალდებულო იქნება და არ მგონია, რომ ჩემი აზრი გადამწყვეტი იყოს. რაც მეტი კონტროლია, უკეთესია".
ლეტარული შედეგების ძირითად მიზეზად, უმეტეს შემთხვევაში, დასაქმებულების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ასახელებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორი, ნინო ჯორბენაძეც. ჩვენს შეკითხვას, არის თუ არა დანარჩენი შემთხვევები კომპანიის მიერ უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფით გამოწვეული, მან ასე უპასუხა:
"ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევა, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც გარკვეული მანქანა-დანადგარი ან ტექნიკა გამოსულა მწყობრიდან და ამას მოჰყოლია ასეთი შედეგი".
შრომითი უსაფრთხოების ახალი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით კი მან განმარტა, რომ აღნიშნული დაკავშირებული იქნება როგორც ფინანსური, ისე საკადრო რესურსის გამოყოფასთან და ბიზნესს საკმაოდ დიდი ენერგიად დაუჯდება.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 3 ათასზე მეტი ადამიანი. ის ფლობს თბო და ჰიდროელექტროსადგურებს საქართველოში, გარდა ამისა, სწორედ ის მოიპოვებს ქვანახშირს ტყიბულის შახტებში, სადაც ბოლო წლებში ადამიანთა გარდაცვალებისა და დასახიჩრების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯორჯიან მანგანეზის საზოგადოებასთან უერთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ზაქარია ზალიკაშვილი კი აცხადებს, რომ ზოგადად, კომპანიისვე ინტერსებშია, რომ დაიცვას უსაფრთოხების ნორმები, რადგან ყოველი საწარმოო შემთხვევა კომპანიას, როგორც შრომითი პროდუქტიულობით, ისე იმიჯის თვალსაზრისითაც, აზარალებს. მისი აზრით, გამოსავალი მხოლოდ შრომითი ინსეპექციის მექანიზმის დახვეწა არ არის, რადგან ჯერ კონკრეტული მეთოდიკა უნდა იყოს შემუშავებული და შემდეგ ხდებოდეს შემოწმება:
"ჩვენს კომპანიაში 2006, 2008, 2010 წლის მონაცებემთან შედარებთ, [ფატალური შედეგების] სტატისტიკა შემცირებულია, თუმცა შორს ვართ იქამდე, რომ ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ. ყველაზე ხშირად ეს რისკები თავს იჩენს იმ ადამიანებთან, ვისაც უკვე აქვს 10-12 წლიანი გამოცდილება, რადგან თვითდაჯერებულები ხდებიან: ამდენი წელი ვმუშაობ, არაფერი მომსვლია და მერე რა თუ ჩაფხუტს არ დავიფარებ. მათი გაუფრთხილებლობა უფრო არის ხოლმე გამომწვევი მიზეზი. გამოძიების შედეგების თანახმად, ბოლო 4 წლის განნმავლობაში ასეთი შემთხვევებისას ჩვენი საწარმოს ბრალეულობა არცერთხელ არ დადგენილა".
ჯორიან მანგანეზეციც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც ფლობს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატსა (ჭიათურის მაღაროები) და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას.
უფრო ვრცლად საქართველოში შრომითი უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
რატომ იღუპებიან და სახიჩრდებიან ადამიანები სამუშაო ადგილებზე საქართველოში
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები