კარასინი: საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არ არის
Ria Novosti-ის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზად ჯერ არ არის. 3 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში მან ასევე განმარტა, რომ ერთმნიშვნელოვანი შეფასების გაკეთება ამ საკითხზე შეუძლებელია:
"ერთი მხრივ, გასული 4 წლის განმავლობაში ორმხრივი ურთერთობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შევძელით, ჩვენ ეს ორი მხარე იმ ჩიხიდან გამოვიყვანეთ, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის მიზეზით აღმოჩნდნენ. რუსეთი საქართველოს საგარეო ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ისევ გახდა, სატრანსპორტო კავშირის ნორმალიზება მოხერხდა, ვითარდება ტრადიციული ჰუმანიტარული კონტაქტები. ანუ მიღწეულია საკმაოდ ხელშესახები შედეგები, რომლებიც ორი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს პასუხობს.
თუმცა, ამავდროულად, ქართული მხარი არ არის მზად იმისთვის, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს, რომელიც 2008 წელს შეწყვიტა. ოფიციალური თბილისი რუსეთთან მიმართებით პერიოდულად "ვარდება" ხოლმე კონფრონტაციულ რიტორიკაზე. და ეს, რბილად რომ ვთქვათ, ზემოაღნიშნულ პოზიტიურ ტენდენციებს სტაბილურობას არ ანიჭებს. ამას სულ ვეუბნები საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელს, ზურაბა აბაშიძეს ჩვენი ორმხირივი მოლაპარაკებების ფორმატში".
კარასინმა ასევე განმარტა, რომ ამ ეტაპზე ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და გიორგი მარგველაშვილის კონტაქტი არ იგეგმება.
2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა. თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და კულტურული ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობენ.
უფრო ვრცლად აბაშიძე-კარასიის ფორმატზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:
რატომ არის აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობის საჭიროება ბუნდოვანი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები