ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერმა სანდრა რულოვსმა პარლამენტის დეპუტატის მანდატზე უარი თქვა და შესაბამისი მოთხოვნით ცესკოს მიმართა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ეს სცილდება ცესკოს კომპეტენციას, რადგან იგი უკე არჩეული დეპუტატია. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, პროცედურულად, ახალმა პარლამენტმა უნდა მიიღოს უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება, ცესკო კი პარტიული სიიდან უფლებამონაცვლეს დაასახელებს:

"სანდრა რულოვსი სამართლებრივად არჩეული წევრია. მან უნდა მიმართოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და ამის შემდეგ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ცესკო უბრალოდ განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება უფლებამონაცვლე. ნაციონალურ მოძრაობას 27 წევრი ჰყავს, კანონით, როდესაც ერთი წევრი აკლდება, ვინც არის 28-ე ის ჩაემატება".