სააკაშვილი: უკრაინაში დიდ საქმეში ვარ ჩართული და ვაპირებ აქ გამარჯვებას
საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დარჩენას და პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას აპირებს:
"მე აქ დიდი საქმეში ვარ უკრაინაში ჩართული. ძალიან დიდ საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და მე ვაპირებ, აქ, გამარჯვებას."
სააკაშვილმა ისაუბრა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზეც. როგორც ექს-პრეზიდენტი ამბობს, მას არ უნდა საერთო ჰქონდეს პარტიის ზოგიერთ წევრთან:
"რაღაც ანეგდოტამდე მივიდა, რაღაცას აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, იმ ხალხს, ვინც გადააკვდა თან საქართველოს საქმეს. დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყო თუ არ უნდა იყოს. რა შუაშია სააკაშვილი? და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება."
სააკაშვილის თქმით, მისი ვარაუდი გამართლდა. ენმ-მა მეორე საარჩევნო ტურში ვერც ერთი მანდატი აიღო და ამან დამატებითი დემორალიზება გამოიწვია:
"ამის შემდეგ კიდევ აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს, ის ერთი–ორი ტიპაჟი. საუბარი დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც რვაწლიანი ციკლი, ათწლიანი ციკლი და ამათ უნდა დაველოდოთ თურმე კიდევ რამდენიმე წელში, როგორ გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს."
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ რეალური პრობლემების ნაცვლად ენმ სააკაშვილსა და საკუთარ ამომრჩეველს უპირისპირდება:
"თურმე პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან, 600 ათას ჩვენს ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები, არა მხოლოდ წარსულში, არამედ წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. ძალიან ნათელია, მე დავეხმარები ჩვენს ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოში."
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები