რატომ გახდა ტრამპი პრეზიდენტი, როცა კლინტონს მეტი ხმა აქვს
მას შემდეგ, რაც ჰილარი კლინტონმა 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპზე 230,053 ხმით მეტი მიიღო და არჩევნებში მაინც მარცხდება, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ ხდება ასე? რატომ მარცხდება არჩევნებში ის კანდიდატი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს?
პასუხი ამ შემთხვევაში მარტივია: არჩევნების მსგავს შედეგებს განაპირობებს ამერიკის პრეზიდენტის არჩევის წესი. მოსახლეობა ამერიკის პრეზიდენტს არ ირჩევს პირდაპირი წესით, არამედ საარჩევნო კოლეგიის საშუალებით, რომელიც სწორედ არჩევნების შედეგების მიხედვით კომპლექტდება. ის 538 წევრისგან შედგება, გამარჯვებისთვის კი საჭიროა ერთმა კანდიდატმა მოაგროვოს მინიმუმ 270 ხმა.
თითოეულ შტატს საარჩევნო კოლეგიაში იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. ამასთანავე, შტატების წარმომადგენელთა რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, ყველაზე მრავალრიცხოვან შტატს, კალიფორნიას, ამომრჩეველთა კოლეგიაში 55 წარმომადგენელი ჰყავს, ნაკლებრიცხოვან შტატებს, როგორიცაა ალასკა, მონტანა, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა და ა.შ. ჰყავთ 3–3 წარმომადგენელი.
თუ პენსილვანიის შტატში პრეზიდენტობის A კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მიიღო ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, თუნდაც ერთი ხმით მეტი, ამომრჩეველთა კოლეგიაში პენსილვანიის შტატის ყველა, ანუ 20 წარმომადგენელი ვალდებულია, ხმა მისცეს სწორედ A კანდიდატს. ამ პრინციპით იქცევა აშშ-ს 48 შტატი და კოლუმბიის ფედერალური ოლქი. ამ ლოგიკით გამოდის, რომ პენსილვანიაში გარკვეულწილად „დაიკარგა“ B კანდიდატის ხმები.
ასე მოხდა ჰილარი კლინტონის შემთხვევაში: ჰილარი კლინტონმა მოიგო მხოლოდ 20 შტატსა და კოლუმბიის ოლქში. დანარჩენ 30 შტატში კი, წინასწარი მონაცემებით, იგებს დონალდ ტრამპი.
ჰილარი კლინტონმა იმ შტატებში ნაწილში, სადაც გაიმარჯვა, ტრამპს დიდი სხვაობით მოუგო. მაგალითად, ორეგონის შტატში კლინტონმა დააგროვა ტრამპზე 195 ათასით მეტი ხმა, შესაბამისად, მოიპოვა საარჩევნო კოლეგიაში ორეგონის შტატის 7 წარმომადგენლის ხმა. ვაშინგტონის შტატში კლინტონმა ტრამპს უფრო დიდი სხვაობით მოუგო – მან მიიღო თითქმის 380 ათასით მეტი ხმა, თუმცა, კოლეგიაში მიიღო ამ შტატის 12 ხმა.
რაც შეეხება ტრამპს, მან კლინტონს მცირე სხვაობით მოუგო ბევრ შტატში. პენსილვანიის შედეგებს თუ შევხედავთ, აქ ტრამპმა კლინტონს დაახლოებით 68 ათასი ხმით მოუგო, შედეგად კი მიიღო კოლეგიაში პენსილვანიის ყველა, ანუ 20 ხმა.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ 8 ნოემბრის არჩევნის შედეგები, ტრამპმა კლინტონს აჯობა იმით, რომ მოიგო რაოდენობრივად უფრო მეტ შტატში, მართალია შეიძლება ზოგ შტატში მცირე სხვაობით, მაგრამ მაინც მოიპოვა კოლეგიაში ამ შტატის ყველა ხმა. შესაბამისად, მნიშვნელობა არ აქვს, კლინტონმა რამდენი ხმა მიიღო ვთქვათ, ვაშინგტონის შტატში – მას აქ ტრამპზე ერთი ხმით მეტი რომ მიეღო, კოლეგიაში მაინც ამ შტატის 12 წარმომადგენლის ხმა ექნებოდა და ამ შემთხვევაში მას 380 ათასი ხმით მეტი რომ მიიღო, ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან კოლეგიაში მაინც 12 ხმა ექნება.
სწორედ ამიტომაა, რომ ამომრჩეველთა საერთო ხმებით, კლინტონი ოდნავ უსწრებს ტრამპს, თუმცა კოლეგიაში იგებს ტრამპი. ამის მიზეზი კი არის მის მიერ რაოდენობრივად უფრო მეტ შტატში გამარჯვება.
ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ს დამფუძნებელმა მამებმა კონსტიტუციით შექმნეს, იმიტომ, რომ ეპოვათ ბალანსი პრეზიდენტის პირდაპირ წესით, ხალხისა და კონგრესის მიერ არჩევას შორის და რომ ყოფილიყო დაცული მცირერიცხოვანი, პატარა შტატების ინტერესი და მხოლოდ ერთი, დიდი შტატის ხმებს არ ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები