თბილისის რამდენიმე ბაღში ბავშვები ქორწილის იმიტირებულ ცერემონიაში მონაწილეობენ
თბილისის ზოგიერთ საბავშვო ბაღში ბავშვები იმიტირებულ ქორწილის ცერემონიაში იღებენ მონაწილეობას. ვიდეოები ზიარდებოდა კონკრეტული ბაღის ღია ჯგუფში, გარდა ვიდეოებისა, მასწავლებელი დებდა ბავშვების ფოტოებს და ასათაურებდა: წყვილი #1, #2, #3 და ა.შ. ერთ-ერთი ბავშვის ოჯახის წევრი წერს ფეისბუკზე:
"ხვალ, ჩემ ბიძაშვილის შვილს, რომელიც ოთხი წლის არის, ქორწილი აქვს. დიახ ქორწილი. საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, არგუმენტად გვაჩვენა პროგრამა ბაღის აღსაზრდელებისთვის, სადაც არის ასეთი პუნქტი: "ოჯახი და ტრადიციები" ქვეპუნქტი: "ქორწილი". ამ ქვეპუნქტის მიხედვით, ბიჭებმა უნდა აირჩიონ გოგონები, რომელზეც სურთ დაქორწინება. მშობლებს დაავალეს მიიტანონ ტკბილეული. გოგონებს ჩააცვან კაბები, ფაქტებს თვითონ საბავშვო ბაღი უზრუნველყოფს."
პროგრამა ნამდვილად არსებობს და მასში ნამდვილად არის საუბარი ქორწილზე:
ამ საკითხთან დაკავშირებით On.ge ესაუბრა ბავშვთა ფსიქოლოგს. მაია ცირამუა ბავშვის განვითარების პროცესში, ქორწილის რიტუალის გაცნობის საჭიროებას ვერ ხედავს:
"ერთი საკითხია, რაში სჭირდება ბავშვის განვითარებას ქორწილის რიტუალის გაცნობა, მეორე საკითხი კი ინტერპრეტაციაა, ანუ ვინ როგორ გაიგო და გააკეთა ამ ყველაფრის ინტერპრეტაცია, რაც პროგრამაში წერია."
ცირამუა მიიჩნევს, რომ მსგავსი აქტივობები, თუ ისინი არ არის ბავშვთა ინიციატივიდან გამომდინარე, შესაძლოა ძალადობის ელემენტებს შეიცავდეს:
"ზოგადად არ ვამართლებ, რომ ხდებოდეს ბავშვების საშუალებით სანახაობების მოწყობა. იქ სადაც ბავშვის ინტერესი და ჩართულობა არ არის მის პირად ინიციატივაზე ორიენტირებული. არ ვარ მომხრე ბავშვების დიდი ადამიანის როლში შეყვანის, მითუმეტეს, როდესაც ეს არის საქორწილო რიტუალი. მგონია, რომ ძალიან სერიოზული ძალადობაა ეს ბავშვის ფსიქიკაზე. აბსოლუტურად უცხოა ბავშვისთვის ეს ასაკი, რომელშიც ის შეჰყავთ, უცხოა მისთვის ეს როლი, ვისთვის კეთდება აბსოლუტურად გაუგებარია. ფაქტია, რომ კეთდება სანახაობისთვის, რომ სიამოვნება მიიღონ მშობლებმა, მასწავლებლებმა, თუმცა ეს არ არის ბავშვის ინტერესებზე მორგებული."
On.ge დაუკავშირდა გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენელსაც. მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ეს არის სახელმძღვანელო წესები და მათი დეტალურად გადმოღება სავალდებულო არ არის. მისივე თქმით, საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა და ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა:
"სკოლამდელ დაწესებულებებში ჯგუფური აქტივობები და თამაშები უნდა გამომდინარეობდეს ბავშვების ინტერესებიდან. უნდა იყოს ის რაც ამ ბავშვებს აინტერესებთ, გამომდინარეობდეს მათი საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან. იქ არ უნდა იყოს ისეთი თამაშები და აქტივობები, რომლებსაც მხოლოდ ზრდასრულები წარმართავენ მთლიანად და ბავშვები პასიურად და უინტერესოდ მონაწილეობენ და ასრულებენ მხოლოდ მასწავლებლის რაღაც მითითებებს."
მაია ქურციკიძე მიიჩნევს, რომ მთავარი სისტემური ხარვეზი მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაციაა:
"მთავარი ჩვენთვის არის ფორმა, როგორ განახორციელებ ამ ჯგუფურ თამაშებს. მთავარი არის, რომ ბავშვებისგან მოდიოდეს ეს ინტერესი, რომ თვითონ მონაწილეობდნენ და მასწავლებელმა რომ შეძლოს ეს, რომ სწორედ ბავშვის ინტერესებზე მორგებული განვითარების შესაბამისი პროგრამები დანერგოს. ამისათვის საჭიროა ისინი ფლობდნენ შესაბამის უნარებს და ცოდნას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში მუშაობდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები."
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები