თსუ-ის სტუდენტების აქციის შედეგად სენატის სხდომა ჩაიშალა
დარბაზში, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო, უნივერსიტეტის შენობაში მობილიზებულმა პოლიციამ სტუდენტები არ შეუშვა.
10 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც აკადემიურ საბჭოს კანცლერის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა უნდა წარედგინა.
ამის პარალელურად მოძრაობამ სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ სხვა სტუდენტებთან ერთად თსუ-ს პირველი კორპუსის შესასვლელში აქცია გამართა, რომელზეც მათ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა და სენატის სხდომაზე დასწრება მოითხოვეს.
უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია მობილიზდა. მოგვიანებით სტუდენტებმა იმ დარბაზისკენ გადაინაცვლეს, რომელშიც სხდომა და არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პოლიციამ ისინი დარბაზში არ შეუშვა.
სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მოვლენები უნივერსიტეტის წესდებას ეწინააღმდეგებოდა:
"უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, სენატის ყველა სხდომა ღიაა, თუ მასზე სახელმწიფო საიდუმლოება არ განიხილება. სენატის სხდომაზე დასწრების უფლება ყველა სტუდენტს აქვს".
სტუდენტები ითხოვდნენ განმარტებას, თუ რატომ არ უშვებდნენ მათ სენატის სხდომაზე:
"ჩვენს კუთვნილ უნივერსიტეტში, სადაც პროცესები ჩვენ უნდა ვმართოთ, ძალადობრივად გვეწინააღმდეგებიან და არ გვიშვებენ სხდომაზე, როცა გვინდა კონსტრუქციული საუბარი. მოვუწოდებ დაცვას, სწორი მხარე აარჩიოს".
მოგვიანებით სტუდენტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და იმ აუდიტორიის შესასვლელი დაიკავეს, სადაც სენატის სხდომა უნდა გამართულიყო. სხდომა ჩაიშალა.
მოგვიანებით სენატის რამდენიმე წევრმა და თსუ-ის პროფესორებმა სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ მანანა შამილიშვილი, მარი წერეთელი, თამაზ ჯოლოგუა, ლელა გაფრინდაშვილი და სხვები. სენატის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ და მას კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს.
გიორგი გაფრინდაშვილი წლების წინ თსუ-ის თვითმმართველობის წევრი იყო. 2011 წელს, სტუდენტურ პროექტ "თარგმნეს" პრეზენტაციაზე თვითმმართველობის წევრებსა და მოძრაობის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე სტუდენტი დაზარალდა. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს სიტუაციის გარკვევისას გიორგი გაფრინდაშვილმა უთხრა, რომ არავინ არავის სცემდა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები