არა ფობიას: ზვარეს ინციდენტი ზოგიერთმა მედიამ ქსენოფობიურ კონტექსტში გააშუქა
პლატფორმა არა ფობია-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ საქართველოს და ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტს და მისი გაშუქების ფორმას ეხმიანება.
პლატფორმა მოუწოდებს მაუწყებლებს და სხვა მედიებს, თავი შეიკავონ ფაქტების იმგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციისგან, რომლებიც იწვევს ან ახალისებს საზოგადოების დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ განწყობებს.
მათივე თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ დროული, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება.
პლატფორმა აცხადებს, რომ ფაქტის გაშუქება ზოგიერთი მედიის მხრიდან ქსენოფობიურ კონტექსტში მოხდა:
"ინტერნეტ-სივრცეში დაპირისპირების შესახებ სხვადასხვა ონლაინ გამოცემები ინფორმაციას ავრცელებდნენ შემდეგი სათაურებით: ზვარეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - ჩინელებმა 4 ქართველი დანით თუ ცულით დაჭრეს. ხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს. „ქართველი მუშები ჩინელებმა არმატურით სცემეს-რა მოხდა ზვარეში და ა.შ. ხოლო ბეჭდურ მედიაში, კერძოდ კი გაზეთ რეზონანსში, გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ჩინური ტერორი ხარაგაულში.
საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე საინფორმაციო სააგენტო ინფო-9-მ ფეისბუკის ერთ-ერთ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელა სტატია სახელწოდებით: "ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი მოკლეს, მისი ხორცი კი მიირთვეს."
არასამთავროებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთმა მედიამ, ფაქტის გაშუქებისას, მთელი აქცენტი გააკეთა ინციდენტში მონაწილე პირთა და დაზარალებულთა ეთნიკურ წარმომავლობაზე და მომხდარი წარმოაჩინა, როგორც ჩინელების მხრიდან ქართველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება:
"გაშუქებისას, მეორეხარისხოვანი გახდა ამ ინციდენტის რეალურ მიზეზების და მის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ცნობები".
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად: "იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის." ამავდროულად "მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ ასევე მიუთითებს, რომ "მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.“ (მ.33, პ.1)
განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მედიის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს ამა თუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურ მდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია საქმის არსთან:
"ჟურნალისტების მიერ საკითხის ქსენოფობიურ ჭრილში გაშუქებამ, უკვე გამოიწვია დისკრიმინაციული განწყობების გაღვივება მოსახლეობაში. მაგალითად, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაიწყო კამპანია სახელწოდებით, "არა ჩინურ ნაწარმს."
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები