უნდა დავიცვათ თუ არა ბავშვები ძალადობრივი ზღაპრებისა და მულტფილმების გავლენისგან
საბავშვო ფილმები, მულტფილმები და ზღაპრები - რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის ნაწარმოებები ბავშვებზე და რა როლი აქვს მათ განვითარებაში? როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა ამბობს, საბავშვო ნაწარმოებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემეცნების კუთხით, ემოციური, სოციალური, მორალური თვალსაზრისით, როლური მოდელების შეთავაზების მხრივ და ასე შემდეგ.
დროთა განმავლობაში, ზღაპრებისა და მულტფილმების შინაარსი მუდმივად იცვლება. თანამედროვე მულტფილმები თანდათანობით თავისუფლდება დისნეის კლასიკური ანიმაციებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპებისგან. ასეთია, მაგალითად, Frozen - ელზასა და ანას ისტორია, რომელშიც ქალი გმირები თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცებს კი არ ელიან, არამედ იბრძვიან საკუთარი ძალებით და სასურველ შედეგსაც აღწევენ. პლუს, არც პირველ შემხვედრ პრინცებს მიჰყვებიან ცოლად.
როგორც რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეში განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, გმირები, ზღაპრები, ლიტერატურა, საბავშვო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები შესაცვლელია, რადგან თანამედროვეობას არ შეესაბამებიან:
"ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე, დაწყებული ზღაპრის გმირებით, დამთავრებული მულტფილმის გმირებით, რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი. მაგალითად, შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია...[კომბლე] მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა".
On.ge მულტფილმებისა და ზღაპრების ბავშვთა გავლენაზე სპეციალისტებს გაესაუბრა.
დროსთან შესაბამისობა
განათლების სფეროს ექსპერტი, პაატა პაპავა ჯეჯელავას ნაწილობრივ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ზღაპარი, პერსონაჟი, თუ შინაარსი შეიძლება შეიცვალოს/განახლდეს:
"ჩვენ შეგვიძლია, ზღაპრებს გადავხედოთ და გადავარჩიოთ. ამაში ვეთანხმები [მინისტრს], რომ ეს საჭიროა. შეგვიძლია შევარჩიოთ ისეთი ზღაპრები, სადაც მეტად იქნება წარმოჩენილი თანამედროვე კურიკულუმის ღირებულებები: ტოლერანტობა, არა ბულინგი, არა ძალადობა, მეტი სიბეჯითე, მეტი თავისუფლება, დამოუკიდებლობა - ნამდვილად სასურველია, რომ პროცენტულად გაიზარდოს ასეთი შინაარსის მქონე ზღაპრების რაოდენობა. ამაში მე მას ვეთანხმები."
ამასთან, პაპავა ამატებს, რომ არც ერთ ეპოქას, არც ერთ თაობას ზღაპრები არ გაუტანია დღის წესრიგიდან:
"მე ვიცი საიდანაც მოდის ზღაპრების ანალიზის ციკლი. დაახლოებით 10-20 წლის წინ დაიწყო ზღაპრების კრიტიკა. ამასთან, რამდენიმე წლის წინ უკუ პროცესი დაიწყო. ბევრი ფსიქოლოგი, მწერალი და სხვა გამოდის უკვე ამის საპირისპიროდ და ამბობენ, რომ შეეშვით ამ ზღაპრების კრიტიკას იმიტომ, რომ ზღაპრებს თავისი უზარმაზარი როლი აქვს და არაფერს არ აშავებს."
ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა კი ამბობს, რომ შინაარსი დროსთან ერთად იცვლება და ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამ პროცესებში ხელოვნურად ჩარევასა და რაღაცების გადაკეთებას არ ეთანხმება:
"როგორც იცვლება მეინსტრიმული ცხოვრება, ისე იცვლება ზღაპრის შინაარსიც. ალბათ მოვიდა დრო პოლიტკორექტულობის, ქალის როლის გამოკვეთის და გაძლიერების. მე მგონია, რომ ყველა ტიპის ზღაპარს გარკვეული დატვირთვა აქვს. მე არ ვარ შეშინებული ზღაპრის ნარატივებით. არ ვარ მომხრე იმისა, რომ რაღაც ავკრძალოთ, ჩემთვის მთავარია ზღაპრის მხატვრული ღირებულება.
"ერთ-ერთმა ჩემმა შვილმა, როდესაც მიყვებოდა წითელქუდას, ზღაპარი დაასრულა ასე: "ჰოდა მგელს ამოუყვანეს მუცლიდან დაღეჭილი ბებია და შვილიშვილი"; ანუ ბავშვმა წარმოიდგინა, რომ რახან გადაყლაპა მგელმა, იყო დაღეჭილი. - ეს მომენტები არის, რა თქმა უნდა, თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ რაღაცა უნდა გადავაკეთოთ, რაღაცა უნდა შევცვალოთ. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი", - ამბობს ცირამუა.
შინაარსი
ფიფქიას, წითელქუდას, თუ კონკიას ზღაპრები, სანამ უამრავ ადაპტაციას გაივლიდნენ, საკმაოდ შორს იყვნენ პოლიტიკური კორექტულობისგან. მათში დიდი დოზით იყო სექსი და ძალადობა. მაგალითად, მძინარე მზეთუნახავის, ძმები გრიმების ფიფქიას და შვიდი ჯუჯას სხვადასხვა ვარიაციები, სხვადასხვა ისტორიას გვიამბობს: პრინცის ნეკროფილური მიდრეკილება, 7 ჯუჯის მიერ დამონებული ფიფქია და ა.შ. ზოგი ვერსიის თანახმად კი, მეფე თავისი შვილის სილამაზით იმდენად მოხიბლული იყო, რომ არაჯანსაღი აზრები აეკვიატა, რის გამოც ფიფქიას სასახლე დაატოვებინეს.
მაია ცირამუას ზღაპრის შინაარსი პრობლემად არ ესახება. ის მიიჩნევს, რომ მთავარია როგორი ინტერპრეტაციით მიეწოდება ბავშვს კონკრეტული ზღაპარი:
"საშიში სცენები, ბავშვის შეხვედრა შიშთან, ძალადობასთან, რომელიც ზღაპარშია, მე პირადად არ მაშინებს. ყოველთვის არსებობს საშუალება, რომ ზღაპრის, მოთხრობის შემდგომ გაგრძელდეს ისტორია. გააჩნია როგორ ხედავ და როგორ აწვდი ბავშვს. თორემ ყველაზე სასტიკი ზღაპრისგანაც ბავშვმა შეიძლება მიიღოს მესიჯი და ქონდეს გზავნილი მშობლისგან, თუ მასწავლებლისგან, რომ სისასტიკე ცუდია. მშობლის, ანუ მედიატორის როლი ძალიან დიდია. ამას გადამწყვეტი როლი აქვს ამ შემთხვევაში. ასე რომ, მე შიშით არ ვუყურებ იმას რაც გვაქვს. ყოველთვის შეიძლება, რომ ჩაასწორო."
ცირამუას აზრს იზიარებს პაპავაც და ამბობს, რომ საშიში შინაარსიც კი ბავშვის ფსიქიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:
"ყველა კულტურას თავისებური დამოკიდებულება აქვს ბავშვებისთვის ზღაპრების მიწოდების მხრივ. თუ გადახედავთ გერმანულ, სკანდინავიური კულტურის ხალხებ,ს შენიშნავთ, რომ იქ კოშმარების რაოდენობა არის მოზღვავებული, როგორც ხალხურ, ისე საავტორო ზღაპრებში. ვთქვათ, ძმები გრიმები, სავსეა შემაძრწუნებელი და საშიში სცენებით, რომლებიც შეიძლება ღამე დაგესიზმროს. ამას სპეციალურად აკეთებენ. თუნდაც კოშმარების პერიოდიც კი ბავშვის ფსიქიკის განვითარებაში არსებობს, როცა ის უნდა შეეგუოს შიშებს, წარმოიდგინოს, რომ არის საფრთხეები, არის საშიში რამეები ცხოვრებაში. ზღაპრები ემოციურ ინტელექტს ავითარებს."
კომბლე
რესპონდენტებს, რა თქმა უნდა, კომბლეს შესახებაც ვკითხეთ. განათლების მინისტრის აზრს, რომ კომბლე "მოძალადე და ცუდი მეცხვარეა", მაია ცირამუა ასე აფასებს:
"რაც შეეხება კომბლეს - რა მესიჯს იღებს ბავშვი, როდესაც მას უყვებიან კომბლეს, რა ხდება კომბლეში? დაახლოებით აქ არის ბავშვის ბაზისურ მოთხოვნილებაზე საუბარი. ბავშვის ბაზისური მოთხოვნილება არის უსაფრთხოების განცდა. თუ ამ კუთხით შევხედავთ, მან შესაძლოა ასეთი მესიჯი მიიღოს, რომ მშობელი, მისი პატრონი, მისი მეურვე სამყაროსაც დააბრუნებს, ოღონდ მას არაფერი დაემუქროს. თუმცა გამოდის, რომ კომბლე ძალადობს და ძალადობას ძალადობას უპირისპირებს. აქაც ინტერპრეტაციის და მიწოდების თემა შემოდის. როგორ აწვდი ამას და როგორ ეხმარები ბავშვს ამ ყველაფრის მიღებაში. ყველაფერს შეიძლება რაღაც ისეთი კუთხე მოუძებნო, პოზიტიური მხარე, რომლითაც შეიძლება მიაწოდო ბავშვს."
პაატა პაპავას აზრით კი, კომბლეს პერსონაჟი შეიძლება განიხილებოდეს როგორც არაეფექტიანი, თუმცა ბავშვები აქცენტებს სხვა რაღაცებზე აკეთებენ:
"თუ ზრდასრულ სამყაროში გადმოვიტანთ და დავსხდებით ზრდასრული ადამიანები და გავმართავთ დისკუსიებს კომბლეს შესახებ, მაშინ შეიძლება დავეთანხმოთ ბატონ მინისტრს და ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის რაღაც მხრივ არაეფექტიანი. თუმცა ბავშვზე ტრანსფერირება ამ ყველაფრის არ შეიძლება. მათი ფსიქიკა და ცნობიერება სხვანაირად აღიქვამს ზღაპრებს. მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა პერსონაჟების ქმედებების კონკრეტული შეფასებები, თუ მორალურად ან მოქალაქეობრივად რამდენად გამართულია, არამედ ცოტა უფრო სხვა რამეები - რამდენად სახალისოები, საშიშები და ასაცილოები არიან გმირები და მათი ქცევები. რამდენად ეტაკება ერთმანეთს, დიდი გაგებით, სიკეთე და ბოროტება, ახერხებს, თუ არა გმირი, რომ დაამარცხოს ეს ურჩხულები. აქცენტები ბავშვის ცნობიერებაში სხვანაირად კეთდება".
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
დისკუსია: თქვნი აზრით, რა გავლენას ახდენს ძალადობითა და სტერეოტიპებით გაჯერებული ზღაპრები და ანიმაციები ბავშვებზე?