დღეს, 14 ნოემბერს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, 2018-2021 წლების ვადით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა:

"იგი ასრულებდა წამყვან როლს საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებაში და ტურიზმის სექტორში უცხოური ინვესტიციებისა და ინოვაციების მოზიდვასა და ინოვაციების წახალისებაში".

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესი 2017 წლის მაისში გაიმართება ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში, რომელიც 33 ქვეყანას აერთიანებს.

პოლოლიკაშვილი 2009 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად. იგი 2006-2009 წლებში, მინისტრად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში. მანამდე, 2005-2006 წლიდან მუშაობა განაგრძო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ ხოლო 2006 წელს დაინიშნა ესპანეთის სამეფოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.