ქუთაისის აეროპორტში დაკავებულებს ნარკოტიკი ვერ აღმოუჩინეს
ქუთაისის აეროპორტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციას არ ერთი პირი არ დაუკავებია. უწყების ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაიწყო:
"დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით და 262-ე მუხლის I ნაწილით. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილების თანახმად, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, განხორციელდა რამდენიმე პირის ჩხრეკა. ჩხრეკის პროცედურა დასრულებულია. დაკავებული არც ერთი პირი არ არის".
ქეთა გაბუნია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც აეროპორტში გაჩხრიკეს და მოგვიანებით ტომოგრაფიაზე შეამოწმეს. იგი On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ვერაფერი აღმოაჩინეს, პოლიციამ ისინი საავადმყოფოსთან დატოვა:
"გამოგვიშვეს და წამოვედით. რა თქმა უნდა, არაფერი არ აღმოგვაჩნდა. თავიდან გვითხრეს, რომ თვითონ წამოგვიყვანდნენ თბილისში, რადგან ჩვენი მძღოლი აეროპორტიდან გაუშვეს. ბოლოს დაგვტოვეს საავადმყოფოს ეზოში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი რომ არ ყოფილიყო ადგილზე, ისიც არ ვიცოდით ავტოსადგომზე როგორ წავსულიყავით ან ტაქსი როგორ გამოგვეძახებინა.
ტომოგრაფიის პროცედურა ძალიან იშვიათად ტარდება და არ ვიცი ჩვენზე რატომ გამოიყენეს. მენჯის და მუცლის ღრუს ტომოგრაფია გადაგვიღეს."
ქეთა გაბუნია აღნიშნულს იმას უკავშირებს რომ იგი თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრია. იგი ასევე ამბობს, რომ "ოპერატიული ინფორმაცია" იმ პირმა მიაწოდა პოლიციას, რომელიც საქართველოში არ იმყოფება:
"მე ერთადერთი იმას ვუკავშირებ ამას, რომ მე ვარ თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრი, არჩევნებმა ჩაიარა და ახლა კვლავ ისეთი პერიოდია, როცა გააქტიურდა. სხვა ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ.
სანამ ტომოგრაფიაზე წავიდოდით აეროპორტში ბარგი, რომ ნახეს და არაფერი არ იყო, ერთმანეთში თქვეს, ვინც ეს გააკეთა საქართველოში არ არის ჩამოსაშვები მოსაკლავიაო".
თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი და კლუბის მტკვარზე დამფუძნებელი, ხუთ თანმხლებ პირთან ერთად, დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის აეროპორტში ბერლინიდან დაბრუნებისას, კრიმინალურმა პოლიციამ გაჩხრიკა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები