YouTube-სა და WordPress-ის დაბლოკვის გამო, ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს 1 ქულა დააკლდა
დღეს Freedom House-მა გამოაქვეყნა სია, რომელშიც ასახულია ქვეყნებში არსებული მდგომარეობა ინტერნეტის თავისუფლების კუთხით მსოფლიო მასშტაბით.
"2016 წლის მონაცემებით, საქართველო თავისუფალი ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა YouTube-სა და WordPress-ის დროებით დაბლოკვის გამო, მისი ქულა შემცირებულია" - წერია ანგარიშში.
2016 წელს საქართველოს მინიჭებული აქვს 25 ქულა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 24 ქულა იყო. საუკეთესო მაჩვენებელი ამ რეიტინგში 0 ქულაა.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ინტერნეტის შეუზღუდავობის კუთხით, თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მხოლოდ სომხეთი გადის, თუმცა მისი ქულებიც შემცირებულია მას შემდეგ, რაც პოლიცია ჟურნალისტებს ერევანში გამართული აქციების პირდაპირ ეთერში გადაცემისას თავს დაესხა.
ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანი ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში გადის, რუსეთი და თურქეთი კი არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში არიან.
WordPress.com საქართველოში 2015 წლის 25 ნოემბერს დროებით დაიბლოკა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ვებგვერდის დაბლოკვა გახდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ისლამურ სახელმწიფოსთან აფილირებული საიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით დაიბლოკა, თუმცა უცნობი იყო, რატომ მოჰყვა ამას Wordpress-ის ჰოსტინგზე არსებული სხვა ვებგვერდების დაბლოკვაც.
ვორდპრესის ქართველი მომხმარებლის საბა ლეკვეიშვილის მიერ მიმართვის შემდეგ, საიტი საქართველოს მთავრობას ტვიტერით გამოეხმაურა:
"გამარჯობა საქართველოს მთავრობა. საქართველოში WordPress.com-ის დაბლოკვის თაობაზე გწერთ, შეგიძლიათ თქვენი იმეილი შეამოწმოთ?"
YouTube-ის მთელი კონტენტი მარტში საქართველოში ორჯერ დაიბლოკა ერთი კონკრეტული ვიდეოს გამო. ერთ შემთხვევაში, ის სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას უკავშირდებოდა.
ორგანიზაციას რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) საქართველოს მეზობელი ქვეყნების პირველი პირები მედიის მტრების სიაში ჰყავს შეყვანილი.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები