სადღესასწაულო სეზონი სარეკლამო ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კრეატიულმა სააგენტოებმა და მათმა კლიენტებმა ერთმანეთზე უკეთესი ვიდეოები უნდა გადაიღონ, რათა ახალი წლის ამაღლებული ემოციური განწყობა სათავისოდ გამოიყენონ და კლიენტთა ლოიალურობა მაქსიმალურად გაზარდონ.

გამორჩეული ვიდეორგოლები აქვს მაღაზიათა ქსელს John Lewis-ს, რომელიც ყოველ წელს შედევრებს ქმნის.

John Lewis-ს არ ჩამორჩა ტანსაცმლის ბრენდი Marks & Spencer. ახალი საშობაო რგოლის შემქმნელი მეფის სიტყვის, საბრალონისა და დანიელი გოგოს რეჟისორი ტომ ჰუპერია.

რეკლამა კლაუსებისა და ჩვეულებრივი ინგლისური ოჯახის იდილიის შესახებ მოგვითხრობს.

მისის კლაუსი ქმარს სამსახურში, ანუ საჩუქრების დასარიგებლად აგზავნის, თავად კი ბოლო წუთს მოსულ წერილს ხსნის, რომელსაც პატარა ჯეიკი სწერს. ბიჭი ყვება, რომ ძალიან ცელქია და თავის დას ხშირად აბრაზებს ხოლმე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ანა არ უყვარს. როგორც ბავშვის მონათხრობიდან ირკვევა, მათმა ძაღლმა თაიგერმა თამაშისას გოგონას საყვარელი კედები დახია. ჯეიკი სანტას დახმარებასა და დისთვის განსაკუთრებული საჩუქრის მოტანას სთხოვს.

მისი კლაუსი, რომელიც დამოუკიდებელი და ძლიერი ქალია და აშკარაა, რომ თავის ქმრის მსგავსად, თავისი საქმე აქვს, სპეციალურ საშობაო ოპერაციას იწყებს. ის პოულობს ჯეიკის სახლს, ჯდება წითელ ვერტმფრენში, სახელად R-DOLF და ჯეიკის დისთვის საჩუქარი მიაქვს.

ანას ძმის სახელით გაკეთებული საჩუქარი უხარია და ყველაფერს პატიობს, ხოლო სახლში მიბრუნებული მისის კლაუსი ისე ხვდება ქმარს, თითქოს არაფერი მომხდარა და არც ბეტმენის გვირაბისმაგვარი ბაზა აქვს სახლის ქვეშ.