ფოტოგრაფმა 30 წლის წინანდელი ფოტოები გააცოცხლა
რამდენიმე ათეული წლის წინ ფოტოგრაფმა ქრის ფორშმა ინგლისის ქუჩებში საათობით სეირნობისას უამრავ გამვლელს გადაუღო ფოტოები. ცოტა ხნის წინ მან გადაღებული ნამუშევრების გაცოცხლება გადაწყვიტა და თავისი ფოტოების 135 გმირი მოძებნა.
თითქმის ერთსა და იმავე ადგილასა და სიტუაციაში გადაღებული ძველი და ახალი ფოტოებით ქრისმა ფოტოალბომი შექმნა, რომელსაც "Reunions" დაარქვა. სურათებს ისტორიებიც ერთვის, სადაც ობიექტივში მოხვედრილი პერსონაჟების 30-წლიანი გზა არის აღწერილი. ზოგიერთი ფოტოს ისტორია განსაკუთრებით საინტერესოა.
დოგი და ტინა (1985-2015)
ფოტოზე ერთმანეთზე შეყვარებულ ორ პანკს, ტინასა და დოგის ხედავთ. ისინი ქრის ფორშს მოგზაურობისას გადაეყარნენ. დოგი ამბობს, რომ იმდროინდელი ვარცხნილობა ენატრება.
სიყვარულით სავსე კოცნა (1980-2009)
ტონის და სალის უკვე შვილები ჰყავთ, თუმცა პირველ ფოტოზე მათ ერთად ცხოვრება ჯერ კიდევ ახალი დაწყებული ჰქონდათ. ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ ხვდება მოგზაურობიდან დაბრუნებული ტონი სალის. მას შემდეგ 30 წელი გავიდა, მაგრამ დრომ სიყვარულს ვერაფერი დააკლო.
ბიჭები გარბიან (1987-2016)
ენდი 21 წლის ასაკში დაოჯახდა და ახლა არაჩვეულებრივი მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს. რიჩარდს ორი ვაჟი ჰყავს და ამავე ქალაქში ცხოვრობს, ტონი ჯეიმსი კი ქვის მაღაროში მუშაობს და მასაც ორი ვაჟი ჰყავს. აარონიც დაოჯახდა, ხოლო დევინდერი 1986 წელს პიტერბუროდან იორკშირში გადავიდა საცხოვრებლად. მათ ბავშვობის მეგობრობის გარდა, ეს ლამაზი მოგონებაც აერთიანებთ. ისინი მრავალი წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ, რათა ძველებურად გაეტარებინათ დრო ერთად.
დები (1980-2013)
შეჰნაზი, მისი ტყუპისცალი რუქსანა და იტრატი ფანჯრიდან იყურებოდნენ, როდესაც ფოტოგრაფმა ისინი კადრზე აღბეჭდა. დები იხსენებენ, რომ ბავშვობაში ძალიან უყვარდათ ფანჯრიდან ქუჩაში მიმავალი მანქანების ყურება. ბეგუნების ოჯახი დღემდე ამ ქალაქში ცხოვრობს. ახლა მათ უკვე საკუთარი ოჯახები ჰყავთ.
კარგი მეგობრები (1980-2015)
მართალია, ბავშვობამ უკვე ჩაიარა, მაგრამ მეგობრობა ისევ გრძელდება. ბიჭები 1980 წელს ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე თამაშობდნენ, როცა ფოტოგრაფის ყურადღება მიიპყრეს. მოგვიანებით სწორედ ამავე ქუჩაზეა გადაღებული მეორე ფოტოც. ქრის ფორშის ფოტომ მისტერ მედლერს გაახსენა, რომ მას ახლაც ისე აცვია, როგორც 5 წლის ასაკში ეცვა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები