დიდი ხანია, რაც დისნეიმ საკუთარი ანიმაციური ფილმების მხატვრულ ფილმებად გადაღება დაიწყო და ეს საქმე საკმაოდ წარმატებულად გამოსდის.

2017 წლის მარტში Disney-ის მიერ გადაღებული ფილმის, ურჩხული და მზეთუნახავის პრემიერა შედგება, სადაც ბელის როლს ემა უოტსონი ასრულებს.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ფიფქია, კონკია, მალეფისენტი და პიტერ პენი უკვე განხორციელებული პროექტებია, თუმცა უახლოეს მომავალში კომპანია კიდევ 12 ანიმაციის გამხატვრულებას გეგმავს.

ალადინი

ფოტო: Disney

1992 წელს გამოსული და უკვე კლასიკად ქცეული ალადინის რიმეიქის გადაღებას გაი რიჩი გეგმავს. ალადინმა თავის დროზე ოსკარიც აიღო საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეასრულებს ალადინისა და ჟასმინის როლებს.

მეფე ლომი

ფოტო: Disney

ბევრი მსჯელობის შემდეგ დისნეი მივიდა დასკვნამდე, რომ ტექნიკის უახლესი მიღწევების დახმარებით შესაძლებელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ანიმაციური ფილმი მეფე ლომი მხატვრულ ფილმად იქცეს. მეფე ლომი დისნეიმ 1994 წელს გამოუშვა და მას გაგრძელებაც მოჰყვა. ანიმაციური ფილმის მიხედვით დაიდგა მიუზიკლები, შეიქმნა სატელევიზიო ანიმაციური სერიალები, თამაშები და მრავალი სხვა.

მულანი

ფოტო: Disney

როგორც დისნეის წარმომადგენლებმა The Hollywood Reporter-თან საუბარში განაცხადეს, მებრძოლი გოგონა მულანის შესახებ კიდევ ერთი ფილმი გამოვა - ამჯერად მხატვრულ, თანაც 3D ფორმატში. მთავარი როლის შემსრულებლის აღმოსაჩენად ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კასტინგი ჩატარდება. მულანი ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა და მან კომპანიას $300 მილიონზე მეტი მოუტანა. ანიმაციური ფილმი ჰუა მულანის ჩინურ ლეგენდას ეფუძნება.

ფილმის პრემიერა 2018 წლის ზამთარშია დაგეგმილი.

არიელი

ფოტო: Disney

ანიმაციების მხატვრულ ფილმად გადაქცევაში გამონაკლისი არც არიელია. 1989 წელს გამოშვებულმა მულტფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა, არიელი კი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პრინცესად რჩება.

კრუელა

ფოტო: Disney

ძალიან მალე დალმატინელების ისტორიას დისნეი ახალ სიცოცხლეს აჩუქებს, ლეგენდარული გლენ ქლოუზის შემდეგ კი კრუელა დე ვილის როლს ემა სტოუნი შეასრულებს.

ფოტო: Disney

დამბო

ფოტო: Disney

გახსოვთ ყურებპარტყუნა სპილო დამბო? როგორც ცნობილია, ტიმ ბარტონი სულ მალე 1941 წელს გამოშვებული ანიმაციური ფილმის ახალ ვერსიას გადაიღებს.

პიტერ პენი

ფოტო: Disney

2019 წელს ეკრანზე რეჟისორ დეივიდ ლოუერის ფილმი გამოვა ბიჭზე, რომელსაც გაზრდა არ უნდოდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას ფილმის ახალ ვერსიაში.

ტინკერ ბელი

ფოტო: Disney

მართალია, ტინკერ ბელი პიტერ პენის სამყაროს ნაწილია, მაგრამ დისნეიმ მასზე ცალკე ფილმის შექმნა გადაწყვიტა, სადაც ფერიის როლს რიზ უიზენსპუნი შეასრულებს.

ფოტო: Disney

აქამდე ტინკერ ბელი ჯულია რობერტსმა განასახიერა სტივენ სპილბერგის ფილმში ჰუკი.

ფოტო: Disney

ხმალი ქვაში

ფოტო: Disney

სამეფო კარის თამაშების სცენარისტი ბრაიან კოგმენი ამჟამად 1963 წელს გამოსული ანიმაციური ფილმის რიმეიქზე მუშაობს, რომელიც ახალგაზრდა მეფე არტურის თავგადასავალს გვიყვება.

პინოქიო

ფოტო: Disney

პინოქიოს ახალ ისტორიაზე რეჟისორი გილერმო დელ ტორო მუშაობს. ასე რომ, შეგვიძლია საინტერესო სანახაობას ველოდოთ.

ვინი პუჰი

ფოტო: Disney

2017 წელს უკვე გაზრდილი ქრისტოფერ რობინის ისტორიას ვიხილავთ, ამ ისტორიის ნაწილი კი მარგო რობიც იქნება.

მალეფისენტი 2

ფოტო: Disney

წარმატებული პირველი ნაწილის შემდეგ, დისნეი ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით მალეფისენტის მეორე ნაწილსაც გადაიღებს.