რატომ ტყუოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგები?
ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოკითხვათა შედეგების უმეტესი ნაწილი მცდარი გამოდგა. არასწორი იყო მათ შედეგებზე დაფუძნებული რეიტინგები, ექსპერტების უმეტესობის პროგნოზებიც და შესაბამისად, ამომრჩეველთა მოლოდინიც. “ამერიკის ხმა” ესაუბრა კორტნი კენედის, გამოკითხვების დირექტორს პიუს კვლევით ცენტრში.
კორტნი კენედის თქმით, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოქვეყნებული გამოკითხვების შედეგები გეოგრაფიული ნიშნით ერთნაირად მცდარი არ იყო. მისი თქმით, ეროვნულ დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით გადაჭარბებას და ზედმეტ რეაქციას აქვს ადგილი, რადგან დღესაც “დასტურდება, რომ ჰილარი კლინტონი ქვეყნის მასშტაბით ხმის უმრავლესობას იღებს. გამოკითხვების უდიდესი ნაწილიც ამას ამბობდა. გაცილებით მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო შტატების დონეზე ჩატარებულ გამოკითხვებში. რამდენიმე შტატში მიღებული შედეგი რეალურისგან აბსოლუტურად განსხვავდებოდა და ეს, ჩემი აზრით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს” - ამბობს ის.
რაც შეეხება შტატების დონეზე არსებულ ცდომილებებს, აქ პიუს მკვლევარი ვარაუდობს, რომ შედეგებზე გავლენა სამ ფაქტორს შეეძლო მოეხდინა. პირველი, მისი თქმით, ეს არის სისტემატური უარი გამოკითხვებში მონაწილეობაზე. “იმას ვგულისხმობ, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა ბირთვში, იმ ადამიანების ნაწილი, რომელიც არჩევნებზე წავიდა და ხმა თავის რჩეულს მისცა, გამოკითხვებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა” - აცხადებს პიუს მკვლევარი.
მეორე ფაქტორად კორტნი კენედი ე.წ. “მორცხვ ტრამპისტებს” ასახელებს. ეს არის ამომრჩევლების ის ნაწილი, რომელსაც რცხვენოდა და არ ამხელდა, რომ მხარს დონალდ ტრამპს უჭერდა. მისი თქმით, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეჭვი არ ეპარება, რომ "ადამიანების ნაწილმა ეს გააკეთა და დარწმუნებული ვარ, ეს მართლაც მოხდა. მაგრამ, ვერ ვხედავ იმის დამაჯერებელ საბუთს, რომ ამ ტიპის ამომრჩეველთა რაოდენობა მსგავსი ცდომილების მისაღებად საკმარისი იყო”.
მესამე და მნიშვნელოვანი ფაქტორი, სავარაუდოდ იყო ელექტორატის დაბალი აქტივობა - ამბობს კორტნი კენედი. როგორც ჩანს, წელს ხმის მიცემის მსურველთა რეალური რაოდენობა განსხვავდებოდა ჩვენი მოლოდინისგან, რომელიც “2008, 2012 წლის და ზოგადად ისტორიის მანძილზე არსებულ მონაცემებს ეყრდნობოდა”. მისი აზრით, ზოგიერთ შტატში ხმის მისაცემად გასულ ამომრჩეველთა შორის ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი ადამიანები ისეთი მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ჯგუფებიდან, როგორიცაა ახალგაზრდები, აფრო-ამერიკელები, მოხუცები, რესპუბლიკელები, თუ ლათინო-ამერიკელები.
როგორც ირკვევა, მოსახლეობის მოსალოდნელ აქტივობასთან დაკავშირებით, პიუს კვლევით ცენტრს ბოლო ორი წლის მანძილზე კვლევა არ ჩაუტარებია. კორტნი კენედი არ არის დარწმუნებული იმაში, თუ გამოკითხვების მეთოდოლოგიაში არსებულ კიდევ რა ხარვეზებს შეეძლო მოეხდინა გავლენა მონაცემების ინტერპრეტაციაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მცდარი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ორგანიზაციებმა უნდა გამოიკვლიონ, არის ის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ წელს ისტორიულად უპრეცედენტო მასშტაბის ცდომილებები მივიღეთ, ამბობს პიუს კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი დირექტორი.
ანალიტიკოსები ხშირად ავლებენ პარალელებს 2016 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ზაფხულში, დიდ ბრიტანეთში მოწყობილ რეფერენდუმს, ე.წ. ბრექსიტს შორის. კორტნი კენედი ფიქრობს, რომ შედარებები სავსებით ლეგიტიმურია, რადგან ამ ორ ფაქტს შორის გამოკითხვების მიმართულებით, მართლაც უამრავი პარალელი არსებობს. დიდ ბრიტანეთშიც, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა სულ სხვა შედეგს აჩვენებდა, მაგრამ 23 ივნისის რეფერენდუმის შემდეგ, ბრიტანელებმა სრულიად ახალ რეალობაში გაიღვიძეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მალე ევროპის კავშირს დატოვებდნენ.
პიუს მკვლევარი ფიქრობს, რომ პასუხი მთავარ კითხვებზე, როგორიცაა მაგალითად - “სად მოხდა ცდომილება”, ან “რომელი ჯგუფები იყო ნაკლებად წარმოდგენილი” - ამერიკის არჩევნებს და ბრიტანეთის რეფერენდუმს შორის მსგავსებას ადასტურებს. “თუ დააკვირდებით, დარწმუნდებით, რომ ეს ჯგუფებია: მუშათა კლასი, თეთრკანიანები, ისთებლიშმენტის მოწინააღმდეგეები, ანტი-ელიტური შეხედულებების ადამიანები… ის, ვინც უარყოფდა ევროპის კავშირს დიდ ბრიტანეთში და არ მოსწონდა ჰილარი კლინტონის კამპანია შეერთებულ შტატებში” - ამბობს ის.
კორტნი კენედის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დასაწყისში მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ამერიკაშიც ბრექსიტის მაგვარი რამ მოხდებოდა.“იფიქრებდი, რომ ეს მრავალფეროვნება, უამრავი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ჩატარებული გამოკითხვა, რომელთა შორის ბევრი სუფთა სამეცნიერო ხასიათის იყო, ერთგვარი დაზღვევა იქნებოდა… მაგრამ დღის ბოლოს მაინც ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა” - ამბობს მკვლევარი.
მართალია ასეთი შემთხვევა ცოტა იყო, მაგრამ ზოგიერთმა ინტერნეტ-გამოკითხვამ შედეგები სწორად გათვალა, განსაკუთრებით არჩევნების წინ, რამდენიმე კვირით ადრე. მათ ეს გაცილებით უკეთ შეძლეს, ვიდრე ათწლეულობით გამოცდილმა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა კომპანიებმა, თუ წამყვანი მედიის საშუალებებმა, რომლებიც მათ იგნორირებას არჩევდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს “არასამეცნიერო” გამოკითხვებია. რატომ მოხდა ასე?
“გულწრფელად გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის შესწავლაც გვმართებს” - აღიარებს კორტნი კენედი. მისი თქმით, ექსკლუზიურად მხოლოდ ინტერნეტში ჩატარებული გამოკითხვები არასერიოზულად იმიტომ აღიქმება, რომ თავიდანვე საქმე არასრულ მონაცემებთან გვაქვს, რომელიც ამერიკის მოსახლეობის 10-20 პროცენტს აზრის გამოთქმის საშუალების გარეშე ტოვებს. საუბარია იმ ადამიანების ჯგუფზე, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს. მაგრამ მაინც, ის, რაც მოხდა აუცილებლად გასაანალიზებელია. „საინტერესოა, როგორ შეძლეს მათ უფრო წარმომადგენლობითი ჯგუფის შეკრება? ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი კითხვა იქნება“ - ამბობს მკვლევარი.
პიუს კვლევით ცენტრში კორტნი კენედის ხელმძღვანელობით უკვე დაწყებულია შიდა გამოძიება, რომელიც შეეცდება ცდომილების მიზეზები დაადგინოს. ქვეყნის მასშტაბით ის ასევე მეთაურობს შეერთებულ შტატებში მოქმედ ამერიკის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელ ასოციაციაში (AAPOR) შექმნილ საგანგებო კომიტეტს. მათი მიზანია 2016 წლის საპრეზიდენტო გამოკითხვების შესწავლა, იმ მრავალფეროვან მეთოდოლოგიებზე დაკვირვება, რომელიც გამოყენებულ იქნა. კომიტეტს ასევე აინტერესებს ახლო წარსულის ისტორიული პარალელები, რათა დაადგინოს, თუ რატომ იყო არასწორი გამოკითხვების დიდი ნაწილი. ორივე კვლევის შედეგების შესახებ მოხსენება ჯერ 2017 წლის გაზაფხულზე გამართულ ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე გაკეთდება და შემდეგ უკვე მათ ვებგვერდებზეც გამოქვეყნდება.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები