ენმ: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ქვეყანას ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით
"გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ქვეყანას ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით"; "უნდა შევაჩეროთ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ძალაუფლება" - ეს განცხადებები მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნამდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მედიასთან გააკეთეს:
გიგა ბოკერია:
"ივანიშვილის უმრავლესობა პარლამენტში, სამწუხაროდ, არ იძლევა არანაირი სერიოზული ოპტიმიზმის საფუძველს ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ქვეყანაში იზრდება სიღარიბე, კრიმინალი, კორუფცია, ეკონომიკა არ იზრდება, ეს არის სერიოზული კრიზისი და ეს უმრავლესობა ამ კრიზისზე პასუხისთვის, ჩემი აზრით, მზად არ არის, ნამდვილად. ჩვენი ვალია, საზოგადოების მთლიანად და ამ შემთხვევაში ჩვენი ოპოზიციის აქ პარლამენტში და პარლამენტის გარეთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მინიმუმ ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს და მის გუნდს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ამისთვის ყველა ლეგიტიმურ, კონსტიტუციურ, დემოკრატიულ მეთოდს მივმართავთ პარლამენტში."
ელენე ხოშტარია:
"ძალიან უსამართლო საარჩევნო ბრძოლის შემდეგ ჩვენ დღეს ვიწყებთ საპარლამენტო ბრძოლას. მიგვაჩნია, რომ ეს არის დღეს საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის, ჩვენი მხარდამჭერების ინტერესებში, რომლებმაც ჩვენ გამოგვიცხადეს ნდობა. ჩვენ, ბუნებრივია, ვაჩვენეთ ყველას, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი, მშვიდობიანი საარჩევნო გზა და ყველა ბრალდება რაღაც აპოკალიფსის და გადატრიალების შესახებ იყო, ცხადია, აბსოლუტურად აბსურდული და ხელისუფლების შეთითხნილი. ცხადია, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, საპარლამენტო გზით, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ქვეყანას ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით."
სერგი კაპანაძე:
"ეს ხელისუფლება და ეს საპარლამენტო შემადგენლობა ქართული ოცნების, არ იქნება ხალხის ინტერესების წარმომადგენელი და აუცილებლად დასჭირდებათ ისეთი დეპუტატები საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც რეალურ პრობლემებზე ისაუბრებენ და არამარტო ერთი ადამიანის ჭკუაზე ივლიან."
სერგო რატიანი:
"ამ მოწვევის პარლამენტს აქვს სერიოზული გამოწვევები, ჩვენს ქვეყანას აქვს სერიოზული გამოწვევები. ქვეყნის ეკონომიკა არის ჩამოშლის პირას, საკმაოდ სერიოზული პრობლემები არის სხვადასხვა, კრიმინალის, ასევე კორუფციის მიმართულებით. ამის წინააღმდეგ მოგვიწევს ჩვენ ბრძოლა და ეს უნდა იყოს შეჩერებული. გარდა ამისა, უნდა შევაჩეროთ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ძალაუფლება."
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები