მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და მას "მისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის" საინტერესო უწოდა.

"საინტერესო გამოსვლა ჰქონდა პრეზიდენტს. ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის, საინტერესო იყო ის ეპიზოდი, სადაც ის საუბრობდა მედიის თავისუფლებაზე და იმაზე, რომ ჟურნალისტის თავისუფლება უნდა იყოს დაცული ქვეყანაში და უნდა გრძნობდეს ჟურნალისტი სტაბილურად თავს სახელმწიფოში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოა.

მაგრამ მეორე საკითხი არის პსაუხისმგებლობისა და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის საკითხი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ხდება აღრევა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების, პირადი შეურაცხყოფის მიყენების და ცილისწამების. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტში".