ილონ მასკი და მარსის კოლონიზაციის დიადი გეგმა
ილონ მასკი ის ადამიანია, რომელმაც არა მარტო იდეებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა, რომ გადაწყვეტილი აქვს ადამიანის მარსზე გაგზავნა. ამის შესახებ მან მექსიკაში, ასტრონავტიკის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
მასკის აზრით, ადამიანებს ორი გზა აქვთ:
- დარჩნენ დედამიწაზე და, სავარაუდოდ, გადაშენდნენ როგორც სახეობა.
- მოახდინონ სხვა პლანეტების კოლონიზაცია.
მეორე გზისთვის საუკეთესო კანდიდატი კი მარსია, მისი ჩვენთან სიახლოვისა და დედამიწასთან მსგავსების გამო.
მასკს დიდი ხანია, რაც მარსთან დაკავშირებული გეგმები აწუხებს: მისი გეგმით, SpaceX-მა მარსზე სამეცნიერო ზონდი Dragon 2018 წელს, ხოლო პირველი ადამიანი უკვე 2024 წელს უნდა დასვას.
ამ გეგმის შესასრულებლად SpaceX-ში უკვე ააგეს ძრავა Raptor, რომელიც სიძლიერით მეორე Falcon9-ის ძრავას სამჯერ აღემატება.
ამ უძლიერესი ძრავის დახმარებით, ხომალდი სახელად ITS (Interplanetary Transport System) მარსზე 100 ტონა ტვირთს ჩაიტანს. ITS-ს, დედამიწის ორბიტაზე აფრენის შემდეგ, მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა-მატარებლით საწვავის ტანკერს “დააწევენ”, ორბიტაზევე შეუვსებენ ავზებს და მარსისკენ გაგზავნიან. გრძელ გზაზე დამატებითი ენერგიის მისაღებად ITS მზის ენერგიის ორ პანელს ფრთებივით გაშლის, რომელიც მას დამატებით 200 კილოვატ ენერგიას მიაწვდის.
როგორც მასკმა განაცხადა, დღეს არსებული და გამოყენებული ტექნოლოგიებით, ერთი ადამიანის მარსზე გაგზავნა დაახლოებით $10 მილიარდი ჯდება, მაშინ, როდესაც მისი მიზანია, რომ ეს თანხა $100 ათასამდე ჩამოვიდეს. ფრენის ასეთი გაიაფება, მისი აზრით, მრავალჯერადი გამოყენების ტექნოლოგიების დამსახურება იქნება. SpaceX-ის რაკეტა-მატარებლების გამოყენება ათასჯერ იქნება შესაძლებელი, კოსმოსური ტანკერების - ასჯერ, ხოლო ადამიანებისა თუ ტვირთის გადამტანი ხომალდის, ITS-ის კი - თორმეტჯერ.
მასკის პროექტს ისიც აიაფებს, რომ მარსზე გასაგზავნი ხომალდი ერთდროულად მთელი საწვავის წაღების მაგივრად ორბიტაზე შეივსებს ავზებს. როგორც აღმოჩნდა, კოსმოსში რაიმეს ნაწილ-ნაწილ ატანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ყველაფრის ერთდროულად.
მარსზე ჩასვლისა და “დაბინავების” შემდეგ, კოლონიზატორებს ხომალდისთვის საჭირო საწვავის ადგილზე წარმოება და ახალი რეისის შესასრულებლად ITS-ის უკან, დედამიწაზე გამოგზავნა შეეძლებათ.
თავისი ოცნების ვიზუალიზაციისთვის, მასკმა დამსწრე საზოგადოებას ვიდეო რგოლიც აჩვენა.
პრეზენტაციის ბოლოს მასკმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა:
- SpaceX-ის დაფინანსებაზე - “ეს იქნება უზარმაზარი პარტნიორობა ჩვენსა და კერძო სექტორს შორის”.
- ღრმა კოსმოსის სასიკვდილო რადიაციაზე - “ამ მოგზაურობის შედეგად, შესაძლებელია, ასტრონავტებს სიმსივნის განვითარების რისკები გაეზარდოთ, თუმცა უმნიშვნელოდ”.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები